საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბალტიისპირულ შეკრებაზე გაემგზავრა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე ბალტიისპირეთში მიემგზავრება. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ლატვიასა და ესტონეთში ჯამში 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები თავდაპირველად ლატვიაში ჩავა, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ლატვიაშივე ითამაშებენ ქართველები რუსეთის 18-წლამდელთა ნაკრებთან, რის შემდეგაც ესტონეთში გადავა და ადგილობრივ ნაკრებთან 2 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრები სამშობლოში 10 ივლისს დაბრუნდება, სადაც ევროპის ჩემპიონატის Bდივიზიონისთვის მზადებას განაგრძობს. კაზანჯიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ავტსრიის ქალაქ ობერვარტში 23 ივლისიდან 2 აგვისტომდე იასპარეზებს. საქართველოს ნაკრები საუკეთესო სამეულში მოსახვედრად იბრძოლებს, რათა A დივიზიონის საგზური მოიპოვოს. ავსტრიაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან: პორტუგალია, შოტლანდია, რუმინეთი, შვედეთი და სლოვაკეთი.

ლატვიაში გამგზავრებამდე 18 წლამდელებმა საკალათბურთო აკადემიაში სპარინგ მატჩი გამართეს 16-წლამდელებთან.

u18 14 kaciani shemadgenloba

18-წლამდელთა ჩემპიონატის შედეგები

18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურს საკალათბურთო აკადემიამ და 53-ე საჯარო სკოლის დარბაზმა უმასპინძლეს. გაგაცნობთ შედეგებს:
 
მგზავრები – არმია – მართვე  74:68 
მგზავრები – არმია: დავით ლომიძე – 27 ქულა, 10 მოხსნა, სოსო ტურაშვილი – 22 ქულა, 11 მოხსნა, მიხეილ ჯაჯვანი – 10 ქულა, 10 მოხსნა
მართვე: ნოდარ სანაია – 18 ქულა, 17 მოხსნა, შოთა ლუარსაბიშვილი – 16 ქულა, გიგი ტუღუში – 15 ქულა, 11 მოხსნა, გოგლიკო ჭაჭია – 14 ქულა
ჰიუნდაი – რუსთავი 77:69
ჰიუნდაი: ანრი რუხაძე – 19 ქულა, 10 მოხსნა, გოგა ბითაძე – 18 ქულა, 12 მოხსნა, ლევან ბეროიშვილი – 12 ქულა, 13 მოხსნა, გიორგი კორსანტია – 8 ქულა, 13 მოხსნა
რუსთავი: გიგი გოგობერიშვილი – 26 ქულა, ირაკლი წიქარიშვილი – 17 ქულა, 8 მოხსნა, გიორგი ქავთარაძე – 14 ქულა
თსსუ – თბ.კარდინალები – ვესტა 45:87 
თსსუ თბ.კარდინალები: ლევან გაფრინდაშვილი – 12 ქულა, 10 მოხსნა
ვესტა: ილია ცინცაძე – 20 ქულა, 11 მოხსნა, სანდრო კარტოზია – 19 ქულა, 9 მოხსნა, ბ. ხეთაგური – 12 ქულა, 9 მოხსნა, სოსო სუჯაშვილი – 11 ქულა
იბერი – შსს აკადემია 47:76 
იბერი: ნიკა ფორჩიხიძე – 14 ქულა, დავით დარბაიძე -12 ქულა
შსს აკადემია: ვასილ მჭედლიშვილი – 17 ქულა, 9 მოხსნა,  ლევან ფაღავა – 17 ქულა, ბილი ისიანი – 14 ქულა, 8 მოხსნა, ვასო კუტალაძე – 11 ქულა
 აკადემია – ქუთაისი 78:58 
აკადემია: ლუკა გიორგაძე – 14 ქულა, 9 მოხსნა, გიორგი გვიანიძე – 12 ქულა, საბა აკობია – 12 ქულა, ნიკა ლეონიძე – 11 ქულა, 8 მოხსნა, ნიკა დარბაიძე – 11 ქულა, შოთა მახარაშვილი – 10 ქულა
ქუთაისი: ლადო ფურცხვანიძე – 21 ქულა, 21 მოხსნა, დავით წივწივაძე – 12 ქულა

 

18-წლამდელთა შეხვედრები საკალათბურთო აკადემიაში

18-წლამდელთა ჩემპიონატის შეხვედრებს უმასპინძლა 18 დეკემბერს საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა. გაგაცნობთ თამაშების შედეგებს და საუკეთესო მოთამაშეებს.

 

სოხუმი – მართვე  72:70

სოხუმი: ვიტალი ცქიფურიშვილი – 21ქულა, 9მოხსნა, 7პასი; ტატო ზუზაძე – 17ქულა, 8მოხსნა; რატი მარგალიტაძე – 14ქულა; კოტე ბიწაძე – 13ქულა, 23მოხსნა.

მართვე: შოთა ლუარსაბიშვილი – 24ქულა, 7მოხსნა; ნოდარ სანაია – 14ქულა, 14მოხსნა; გიგი ტუღუში – 11ქულა, 11მოხსნა; გოგლიკო ჭაჭია – 11ქულა, 9მოხსნა.

შსს  – მარნეული  103:39

შსს: ვასო კუტალაძე – 23ქულა, 11მოხსნა; ლაშა დოლიძე – 20ქულა, 8მოხსნა; ვასო მჭედლიშვილი – 16ქულა; ლევან ფაღავა – 15ქულა, 8მოხსნა; ბილი ალიევი – 14ქულა;

მარნეული: ბიძინა შამფრიანი – 19ქულა.

ჰიუნდაი – იბერი  75:50

ჰიუნდაი: გიორგი კორსანტია – 16ქულა, 21მოხსნა; ანრი რუხაძე – 16ქულა, 14მოხსნა; ლევან ბეროშვილი – 14ქულა, გოგა ბითაძე – 10ქულა, 12მოხსნა.

იბერი: გიორგი თვალაბეიშვილი – 21ქულა, 11მოხსნა; დათო დარბაიძე – 10ქულა.

აკადემია – თსსუ-თბ. კარდინალები  98:42

აკადემია: ნიკა დარბაიძე – 22ქულა, შოთა მახარაშვილი – 18ქულა; ლუკა გიორგაძე – 11ქულა, 10მოხსნა.

თსსუ: ლაშა შერაზადიშვილი – 12ქულა, დავით ხითარიშვილი – 10ქულა.

 

U-16 ნაკრები – მგზავრები-არმია  80:75

ნაკრები: აკაკი ფიფია – 24ქულა; ნიკა ჩეჩელაშვილი – 18ქულა, 8მოხსნა; ნიკა ყირიმელი – 13ქულა, 7მოხსნა; ზაურ ჯანელიძე – 12ქულა;

მგზავრები-არმია: დავით ლომიძე – 29ქულა, 10მოხსნა; სოსო ტურაშვილი – 26ქულა, 9მოხსნა.

 

თბილისის 16 და 18-წლამდელთა პირველობებზე ჯგუფები დაკომპლექტდა

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ხელმძღვანელების შეხვედრა ქალაქის პირველობებზე მოასპარეზე გუნდების მწვრთნელებთან. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა 16 და 18 წლამდელთა ,,ბ” ლიგების ჩატარების ფორმატი და გაირკვა ჯგუფები. 16-წლამდელთა ,,ბ” ლიგაში მონაწილეობას მიიღებს 18 გუნდი, რომლებიც 2 ჯგუფში განაწილდნენ. ასევე ორი ჯგუფი იქნება 18-წლამდელთა ,,ბ” ლიგაშიც, რომელშიც 14 გუნდი იასპარეზებს.

შეხვედრაზე დაზუსტდა 13-წლამდელთა ქალაქის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა და აღნიშნული ჩემპიონატის კენჭისყრა ხუთშაბათს დაიგეგმა.
gbf.ge

18-წლამდელთა შეხვედრები აკადემიაში

18-წლამდელთა მორიგი შეხვედრები გაიმართა დღეს აკადემიის საკალათბურთო დარბაზში.

წარმოგიდგენთ მატჩების შედეგებს და გაგაცნობთ საუკეთესო მოთამაშეთა მონაგარს.

 

ჰიუნდაი – ვესტა  74:56

ჰიუნდაი: ანრი რუხაძე – 24ქულა; ნიკა ჭიჭვეიშვილი – 21ქულა; ლევან ბეროშვილი – 12ქულა, 17მოხსნა.

ვესტა: ილია ცინცაძე – 16ქულა; სანდრო კარტოზია – 15ქულა.

 

აკადემია – შსს აკადემია  60:54

აკადემია: ნიკა დარბაიძე – 13ქულა, 15მოხსნა;

შსს აკადემია: ლაშა დოლიძე – 18ქულა, 8მოხსნა.

სოხუმი – რუსთავი  80:57

სოხუმი: ტატო ზუზაძე – 23ქულა, 9მოხსნა; რატი მარგალიტაძე – 21ქულა; ვიტალი ცქიფურიშვილი – 14ქულა; კოტე ბიწაძე – 12ქულა, 16მოხსნა;

რუსთავი: გუგა პატაშური – 15ქულა; , თორნიკე ალავერდაშვილი – 11ქულა, 14მოხსნა; ირაკლი წიქარიშვილი – 10ქულა, 8მოხსნა.

u-18.ge

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტარტი აიღო საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატმა. ჩემპიონატში 13 გუნდი იასპარეზებს  – თბილისის პირველობის 8 საუკეთესო გუნდი, 4 რეგიონის გუნდი და 16-წლამდელთა ნაკრები.

ყველა მონაწილე გუნდი ერთ ქვეჯგუფშია, ისინი 2 წრეს ითამაშებენ, ხოლო საუკეთესო 8 შედეგის მქონე გუნდი პლეიოფში გააგრძელებს ბრძოლას.

აკადემიის დარბაზში დღეს 6 შეხვედრა გაიმართა. გაგაცნობთ მატჩების შედეგებს და გამორჩეულ მოთამაშეთა მონაგარს.

 

მართვე 165-ე სკოლა – შსს აკადემია  45:63

მართვე-165-ე სკოლა: ნოდარ სანაია – 22 ქულა, 14 მოხსნა;

შსს აკადემია: ვასილ კუტალაძე – 14 ქულა; ბილი ალიევი – 13 ქულა, 11 მოხსნა; ლევან ფაღავა – 12 ქულა, 7 პასი.

 

აკადემია – მარნეული  112:35

აკადემია: ნიკა ლეონიძე – 22 ქულა; საბა აკობია – 21 ქულა, 7 მოხსნა; ლუკა გიორგაძე – 14 ქულა, 9მოხსნა; შოთა მახარაშვილი – 14 ქულა; ნიკოლოზ დარბაიძე – 10ქულა, 9 მოხსნა; გიორგი გვიანიძე – 10ქულა.

მარნეული: ბიძინა შამფრიანი – 15 ქულა.

 

თსსუ-თბ. კარდინალები – რუსთავი 42:77

თსსუ-თბ.კარდინალები: ლუკა ღაჟონია – 10 ქულა, 7 მოხსნა;

რუსთავი: გიორგი ქავთარაძე – 26ქულა; გუგა პატაშური – 17 ქულა, 9 მოხსნა; საბა პაპუაშვილი – 11 ქულა, 9 მოხსნა.

 

იბერი – ქუთაისი 52:72

იბერი:  გიორგი თვალაბეიშვილი – 9ქულა, 12 მოხსნა; რატი ტოლიაშვილი – 9 ქულა, 8 მოხსნა;

ქუთაისი: გიორგი ვადაჭკორია – 16 ქულა; რატი ნუცუბიძე – 13 ქულა, 10 მოხსნა; ლადო ფურცხვანიძე – 10 ქულა, 15 მოხსნა; საბა ფარჯანაძე – 10 ქულა, 8მოხსნა; დავით წივწივაძე – 10ქულა.

 

ჰიუნდაი-სოხუმი  69:70

ჰიუნდაი: ანრი რუხაძე – 14 ქულა, 8 მოხსნა, გოგა ბითაძე -11 ქულა, 9 მოხსნა, გიორგი კორსანტია – 11 ქულა, ნიკა ჩეჩელაშვილი – 10 ქულა

სოხუმი:რატი მარგალიტაძე – 24 ქულა, ტატო ზუზაძე – 15 ქულა, კოტე ბიწაძე – 12 ქულა, 15 მოხსნა, ვიტალი ცქიფურიშვილი – 10 ქულა, 11 მოხსნა

 

მგზავრები არმია – ვესტა  74:45

მგზავრები-არმია: გიორგი ტურძელაძე – 28 ქულა, 9 მოხსნა, საბა მახარაძე – 10 ქულა, გიორგი ჩიხრაძე – 10 ქულა, მიხეილ ჯაჯვანი – 8 ქულა, 10 მოხხსნა

ვესტა: ილია ცინცაძე – 12 ქულა, ალექსანდრე ჩიტაიშვილი – 11 ქულა, 12 მოხსნა, ბაჩო ხეთაგური – 10 ქულა

 აკადემიის დარბაზში დაწყებული საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი რუსთავში გაგრძელდა, სადაც ერთი მატჩი გაიმართა.
,,რუსთავმა” ,,უმასპინძლა” და იოლად – 90:55 დაამარცხა.
გამარჯვებულებს 22 ქულით და 8 მოხსნით ირაკლი წიქარიშვილმა ულიდერა, 16 ქულა დააგროვა თორნიკე ალავერდაშვილმა, 12 ქულა ჰქონდა გიორგი ხიდაშელს, გუგა პატაშურმა და გიორგი ქავთარაძემ კი შეხვედრა 11-11 ქულით დაასრულეს.
,,ვესტაში” 14 ქულით ნიკა ვასაძე გამოირჩა, ორმაგი დუბლი შეასრულა ილია ცინცაძემ – 13 ქულა, 10 მოხსნა; ერეკლე ლომიძეს კი ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა – 10 ქულა, 9 მოხსნა.
http://u-18.ge/

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს ფავორიტი გერმანიის დამარცხებამდე წამები დააკლდა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს შანსი ჰქონდა, ევროპის ჩემპიონატზე წაგებებით შელახული ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაემყარებინა, მაგრამ ისევ არ გაუმართლა. არჩილ ჟღენტის გუნდი ბოლო წამებამდე ამარცხებდა გუფის ფავორიტს, მანამდე 4-დან 4 გამარვების მომპოვებენ გრმანიას, მაგრამ…

საქართველოს ნაკრები მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდა. ქართველები არ გატყდნენ არც მაშინ, რომ გერმანელებმა საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ლიდერობა მოიპოვეს – 61:60. მაიზერ რევაზაშვილმა, რომელსაც მანამდე ქულა არ ჰქონდა მითვლილი, ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ორიანიც მიითვალა და საქართველო 65:61 დააწინაურა.

ქართველებს წუთნახევრის გაძლება მართებდათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. გერმანელმა ანდრეს ობსტმა სამქულიანი თ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, შემდეგ კი თავისიანები დააწინაურა კიდეც. საბოლოოდ ფავორიტმა ზედიზედ მე-5 მატჩიც მოიგო (70:66) და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

 

ტურნირზე საკუთარი სნაიპერული თვისებები (პირველად) გამოავლინა დავით ლომიძემ, რომელმაც 9-დან 7 სამქულიანი, ჯამში კი 24 ქულა ჩააგდო. 11 ქულით დაასრულა მატჩი ლუკა ზაქრაძემ, ხოლო ვილი ისიანის ანგარიშზე 7 ქულაა.

 

ამით საქართველომ დაასრულა ჯგუფური ეტაპი და ახლა ტურნირის ბოლო ადგილებს გაითამაშებს. ფორმატის თანახმად, ჯგუფებში 5-6 ადგილებზე გასული გუნდები (ჯამში 6 გუნდი) ორად გაიყო და ერთმანეთში 17-22 ადგილებს გაითამაშებენ. საქართველო ჯგუფში შვეიცარიასთან და ესტონეთთან მოხვდა. ქართველებს პირველ ჯგუფურ ეტაპზე ესტონელებთან განცდილი მარცხი საკვალიფიკაციოშიც გადაჰყვათ და ახლა მხოლოდ შვეიცარიას დაუპირისპირდებიან.

 

ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს მე-17 ადგილისთვის შეხვდებიან, მეორეზე გასულნი – მე-19 ადგილისთვის, ხოლო ბოლოზე გასულები ერთმანეთში 21-ე ადგილს გაითამაშებენ.

 

საქართველო შვეიცარიას 30 ივლისს, თბილისის დროით 13:30 საათზე შეხვდება

 

ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი. სოფია. 28 ივლისი

გერმანია 70:66 საქართველო

19:20, 14:22, 13:13, 24:11

საქართველო: ზაქრაძე (11ქ, 5პ), ლომიძე (24ქ), გუგეშაშვილი (2), ისიანი (7), ტურძელაძე (6ქ, 8მ, 4ჩ), მაჭავარიანი (5ქ, 4ჩ), კუტალაძე, მასხულია (6ქ, 8მ), გოგობერიშვილი, რევაზაშვილი (5ქ), ცირეკიძე

 

სრული სტატისტიკა: http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-15-5.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10068.teamID_.html

gbf.ge

18-წლამდელთა ნაკრები ისრაელთან 73:94 დამარცხდა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის რიგით მესამე მატჩში ისრაელი შეხვდა, თუმცა არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა ვერც ებრაელების დამარცხება მოახერხა. ქართველებმა მორიგ მეტოქესთან 73:94 წააგეს.

მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, მანამდე კი ქართველები ასე თუ ისე წარმატების შანსს ინარჩუნებდნენ. საწყისი მეოთხედის 18:26 წაგების შემდეგ ჩვენებმა მეორე ათწუთეული 20:19 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.

მესამე პერიოდში ისრაელის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა. 19 ქულით მოგებული 10-წუთეულის შემდეგ მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწდა. ისრაელმა ავსტრიის შემდეგ საქართველოც დაამარცხა, ჟღენტის გუნდი კი ჯგუფში ერთადერთია, გამარჯვება რომ არ უზეიმია.

ისრაელთან საუკეთესო შედეგი ლუკა ზაქრაძემ აჩვენა – 18 ქულა. ტურნირზე პირველი ქართული ორმაგი დუბლი ვილი ისიანმა დააფიქსირა, რომელმაც 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. გიგი გოგობერიშვილმა 9 ქულას 4 პასიც მოაყოლა, ხოლო დავით ლომიძემ შეხვედრა 8 ქულით დაასრულა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლოსწინა მატჩს ისლანდიასთან გამართავს, რომელსაც 3-დან 2 გამარჯვება აქვს და პლეი ოფში გასვლის კანდიდატია.

ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი. სოფია. 26 ივლისი

ისრაელი 94:73 საქართველო

26:18, 19:20, 30:11, 19:24

საქართველო: ზაქრაძე (18), ლომიძე (8), გუგეშაშვილი (4ქ, 4პ), ისიანი (12ქ, 10მ), ტურძელაძე (6ქ, 5მ); მაჭავარიანი (3), კუტალაძე (3), მასხულია (2), გოგობერიშვილი (9ქ, 4პ), რევაზაშვილი (6ქ, 5მ), გაგუა (2), ცირეკიძე

 

სრული სტატისტიკა: http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-8-3.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10086.teamID_.html

 

 

D ჯგუფი

 

1. გერმანია

3

3/0

215/154

6

2. ისლანდია

3

2/1

210/167

5

3. ისრაელი

3

2/1

208/201

5

4. ესტონეთი

3

1/2

185/205

4

5. ავსტრია

3

1/2

166/203

4

6. საქართველო

3

0/3

186/240

3

 

24 ივლისი      საქართველო – ავსტრია         54:57

25 ივლისი      ესტონეთი – საქართველო     89:59

26 ივლისი      ისრაელი – საქართველო        94:73

———————————————————-

27 ივლისი      საქართველო – ისლანდია      17:00

28 ივლისი      გერმანია – საქართველო        22:30

gbf.ge

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთთან ვერაფერი გააწყო

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მორიგი მარცხი განიცადა. გუშინ, ავსტრიასთან სადებიუტო მატჩში ბოლო წამებზე წაგებული შეხვედრის შემდეგ, დღეს ქართველები ესტონეთთან დიდი სხვაობით – 59:89 დამარცხდნენ.

არადა, თამაში ისე დაიწყო, საქართველოს ქომაგებს წარმატების იმედი ჩაესახათ. ლევან მასხულიას, ლუკა ზაქრაძის და ვილი ისიანის შედეგიანი თამაშის წყალობით არჩილ ჟღენტის გუნდი 11:2 დაწინაურდა. მატჩის მე-6 წუთისთვის ქართველები 17:8 იგებდნენ, თუმცა პერიოდის ბოლო წუთები 4:10 წააგეს და პირველ შესვენებაზე მხოლოდ 3-ქულიანი ლიდერობა შერჩათ.

მეორე პერიოდიდან ესტონელებმა საქმეს ხელი მეტი სერიოზულობით მოჰკიდეს, ქართველების დაცვას და სათამაშო მანერას ალღო აუღეს და შედეგმაც არ დააყოვნა – ბალტიისპირელებმა ლიდერობა მოიპოვეს და მიუხედავად ქართველების წინააღმდეგობისა, დიდი შესვენებისთვის ლიდერობა 8 ქულამდე გაზარდეს – 44:36.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები დემორალიზებული იყო. ესტონელებმა უპირატესობის პერმანენტულად გაზრდას მიჰყვეს ხელი და მატჩის ბოლოსთვის 30-ქულიან ლიდერობაზე ავიდნენ, რაშიც ლომის წილი ივო ტამმა დაიდო – 22 ქულა. 18 ქულა მიითვალა კარლ იურჟენსმა, ხოლო ნორმან კაბინმა ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 11 პასი დააგროვა.

საქართველოს ნაკრებში წინა მატჩის დარად ბომბარდირმა 13 ქულა მიითვალა, თუმცა განსხვავებით ავსტრიასთან შეხვედრისა, ამჯერად ბომბარდირი ლუკა ზაქრაძე გახდა. რაც შეეხება გუშინდელი მატჩის მთავარ მექულეს, მაიზერ რევაზაშვილი ესტონეთთან 2 ქულას დასჯერდა. 9 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა ვილი ისიანმა, ხოლო ლევან მასხულიამ შეხვედრა 7 ქულით დაასრულა.  

ქართველები ხვალ ისრაელს ხვდებიან, რომელიც გუშინ გერმანიასთან 36 ქულით დამარცხდნენ.

ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი. სოფია. 25 ივლისი

ესტონეთი 89:59 საქართველო

18:21, 26:15, 22:15, 23:8

საქართველო: ზაქრაძე (13), ლომიძე (2), გუგეშაშვილი (6), ისიანი (9ქ, 9მ), ტურძელაძე (6); მაჭავარიანი (6), კუტალაძე (2), მასხულია (7), გოგობერიშვილი, რევაზაშვილი (2), გაგუა (6)

 

სრული სტატისტიკა: http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=42646

 

24 ივლისი      საქართველო – ავსტრია         54:57

25 ივლისი      ესტონეთი – საქართველო     89:59

———————————————————-

26 ივლისი      ისრაელი – საქართველო        20:15

27 ივლისი      საქართველო – ისლანდია      17:00

28 ივლისი      გერმანია – საქართველო        22:30

gbf.ge

18-წლამდელთა ნაკრებმა “ბ” დივიზიონი ავსტრიასთან დასანანი მარცხით დაიწყო

საქართველოს 18-წლამდელთა დასანანი მარცხი ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის პირველ მატჩში. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო მატჩში, ავსტრიასთან სოლიდური ჩამორჩენა აღმოფხვრა და ბოლო წუთზე იგებდა კიდეც, თუმცა გადამწყვეტ მომენტშ დასანანი ბურთები მიიღო და 54:57 დამარცხდა.

პირველი მეოთხედის 13:12 მოგების შემდეგ ქართველებმა მეორე პერიოდი სუსტად ჩაატარეს და დიდი შესვენებისთვის ავსტრიელებს 6 ქულით დაწინაურების შესაძლებლობა მისცეს. მეტოქემ ათწუთეული 20:13 მოიგო, რის შემდეგაც, ბოლო მეოთხედამდე ლიდერობდა.

მესამე პერიოდში ქართველები 12 ქულით ჩამორჩნენ. ავსტრიელები ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 3 წუთით ადრე 42:30 დაწინაურდნენ. ლუკა ზაქრაძისა და დავით ლომიძის სიზუსტის წყალობით ქართველებმა პერიოდის დასრულებამდე ჩამორჩნა 5 ქულამდე შეამცირეს, ხოლო ბოლო მეოთხედის დაწყებიდან მოპოვებული უპირატესობა განიმტკიცეს.

მატჩის განახლებიდან მალევე ანგარიში გათანაბრდა – 44:44, რის შემდეგაც თანაბარი თამაში გაჩაღდა. ვილი ისიანის სამქულიანისა და მაიზერ რევაზაშვილის ზუსტი სროლების შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე საქართელო 54:52 დაწინაურდა. ქართველებს წარმატებამდე მცირედი აკლდათ, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხეს. სებასტიან კაფერლემ სირენამდე 43 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო რენატო პოლიანმა დასრულებამდე 4 წამით ადრე გამარჯვების მომტანი 3-ქულიანი ჩააგდო.

საქართველოს ნაკრებში 13 ქულით ბომბარდირი გახდა ვილი ისიანი, ლუკა ზაქრაძემ 9 ქულა მიითალა, ხოლო დავით ლომიძის ანგარიშზე 8 ქულა დაგროვდა. ქართველებმა ფარი წააგეს – ავსტრიელებმა ჩვენზე 17 ერთეულით მეტი ბურთი მოხსნეს.

ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი. სოფია. 24 ივლისი

საქართველო 54:57 ავსტრია

                                                                       13:12, 13:20, 13:12, 15:13

საქართველო: ზაქრაძე (9), ლომიძე (8), გუგეშაშვილი, ისიანი (7ქ, 7მ), ტურძელაძე (2ქ, 6მ); მაჭავარიანი, კუტალაძე, მასხულია (5), გოგობერიშვილი (2), რევაზაშვილი (13), ცირეკიძე (7), გაგუა (1)

 

სრული სტატისტიკა: http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-2-1.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10068.teamID_.html

 

24 ივლისი      საქართველო – ავსტრია         54:57

———————————————————-

25 ივლისი      ესტონეთი – საქართველო     13:30

26 ივლისი      ისრაელი – საქართველო        20:15

27 ივლისი      საქართველო – ისლანდია      17:00

28 ივლისი      გერმანია – საქართველო        22:30

მითითებულია თბილისის დრო

gbf.ge

ქართველი 18–წლამდელები ბოლო სპარინგ–მატჩში ბულგარეთთან 3 ქულით დამარცხდნენ

საქართელოს 18–წლამდელთა ნაკრები 24 ივლისიდან ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ჩაებმება, დღეს კი არჩილ ჟღენტის გუნდმა ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ქართველები სოფიაში ბუგარეთის ნაკრებს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 65:68 წააგეს.

 

ქართველებმა მოსამზადებელ პერიოდში ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს. ბულგარეთი „ბ“ დივიზიონის მასპინძელია და ტურნირსაც ამბიციით ხვდება. ქართველებმა მასპინძელბს დიდი ბრძლა გაუმართეს და ცოტაც რომ გამართლებოდათ, იმარჯვებდნენ კიდეც, მაგრამ…

 

საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატში D ჯგუფშია ავსტრიასთან, ესტონეთთან, ისლანდიასთან, გერმანიასა და ისრაელთან ერთად. მომდევნო ეტაპზე 2 საუკეთესო გუნდი გადის.

 

18–წლამდელები. ამხანაგური მატჩი. სოფია. 21 ივლისი

ბულგარეთი 68:65 საქართველო

18:13, 20:16, 15:20, 15:16

gbf.ge

18-წლამდელებმა ფინეთში მეორე სპარინგ–მატჩიც დათმეს

საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებმა ფინეთში სპარინგ–მატჩები დაასრულა. დღეს, მეორე ამხანაგურ შეხვედრაში არჩილ ჟღენტის გუნდმა ისევ წააგო. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან პირველ მატჩში ფინელებმა ქართველები 59 ქულით დაამარცხეს და დღევანდელ მატჩშიც უპირობო ფავორიტებად ითვლებოდნენ.

ფინეთის 18–წლამდელთა ნაკრებმა ამჯერად 36 ქულით – 89:53 მოგვიგო. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 24:10 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უკვე 27 ქულით იგებდნენ. საბოლოოდ ფინელებმა დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვეს.

ქართველები დღესვე ბულგარეთში გაემგზავრებიან, სადაც ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მატჩები24 ივლისს დაიწყება. მანამდე კი, 21 ივლისს, საქართველოს ნაკრები ბულგარელ თანატოლებს სპარინგ–მატჩში გაეჯიბრებიან.

ამხანაგური მატჩი. ჰელსინკი. 19 ივლისი

ფინეთი 89:53 საქართველო

24:10, 22:9, 22:19, 21:15

gbf.ge