ზაქარია ბეგლარიშვილი: “ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა”

23 წლის ზაქარია ბეგლარიშვილია წლებია ესტონეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის, ტალინის “ფლორას” ღირსებას იცავს. ქართველი ნახევარმცველი გუნდის ლიდერია. ბეგლარიშვილის ესტონეთში დაუკავშირდით და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ვესაუბრეთ. 

 

 

 

– საქართველოში როგორც ფეხბურთელს დიდი დრო არ გაგიტარებია. ფეხბურთის თამაში სად დაიწყე? 

– ფეხბურთის თამაში “ნორჩ დინამოელში” 6 წლის ასაკი დავიწყე, სადაც ჩემი პირველი მწვრთნელი პაატა მეტრეველი იყო.

1959854_490005101121768_1993749810_n

უცხოეთში საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში წახვედი. ცოტა ხომ არ იჩქარე? 

– ვთვლი რომ წასვლა გამართლებულია. ევროპული ქვეყანაა და აქედან უკეთეს გუნდში გადასვლა შედარებით ადვილია.

– ესტონეთში უკვე დიდი ხანია ასპარეზობ და იქაური დონე კარგად იცი. უმაღლეს ლიგასთან რომ შევადაროთ, რას იტყოდი?

– ჩემი აზრით დონე თანაბარია. წელს ესტონეთში საკმაოდ დაძაბული პირველობაა. 4-5 თანაბარი დონის გუნდი შეიკრიბა, რაც დაძაბულობას ზრდის.
ესტონეთში ყველა გუნდს შესანიშნავი სათამაშო და სავარჯიშო პირობები აქვს. “ფლორა” კი ამ კუთხით საუკეთესოა. წელს სუპერთასის მოგებაც შევძელით. გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე მე გავიტანე.

1969324_480272698761675_1456767146_n
– სანაკრებო გამოცდილებაც გაქვს…
– ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია, თუმცა ალბათ სულ სხვა გრძნობაა ეროვნული გუნდი. ჩემი ოცნებაც სწორედ ეროვნულ ნაკრებში თამაშია და იმედია ასეთი შესაძლებლობა მომეცემა. ყველანაირად ვცდილობ, რომ ნაკრებში გამოძახება დავიმსახურო.
– შენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდი?
 – შარშან საქართველოდან მქონდა შემოთავაზება, თუმცა საბუთების მხრივ რაღაც პრობლემები შემექმნა და ესტონეთში დავბრუნდი. ამ ეტაპზე ახალი არაფერია. მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ რაც შეიძლება მეტი ვითამაშო და სათამაშო პრაქტიკა მქონდეს. წელს ლიგაში ყველა თამაში სრულად ჩავატარე და 2 გოლის გატანა მოვახერხე.