ბილბაომ სან ხოსესთან გაახანგრძლივა

ბილბაოს “ატლეტიკის” მცველმა მიგელ სან ხოსემ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ფეხბურთელი ბასკური კლუბის ღირსებას 2018 წლის ზაფხულამდე დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

გასულ სეზონში 25 წლის მცველმა 25 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.