ფიორენტინა ლამპარდზე ფიქრობს

“ფიორენტინა” ინგლისის ნაკრების ნახევარმცველზე ფრენკ ლამპარდზე ფიქრობს.

35 წლის ფეხბურთელს ლონდონის “ჩელსისთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

ლამპარდის მიმართ ინტერეს რამდენიმე კლუბი იჩენს. ფავორიტი მლს-ის წარმომადგენელი “ნიუ-იურკ სიტია”.

თუმცა, “ფიორენტინა” მზად არის ფეხბურთელს ხელფასის სახით 1,5 მილიონი ევრო შესთავაზოს.