არზიანის უიღბლო დებიუტი უნგრეთში

უნგრეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ზურაბ არზიანის და დავით დარციმელიას “სპარტაკუსი” გათამაშებს ლიდერს, “ვიდეოტონს” ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 3:0 დამარცხდა.

სტუმართა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ზურაბ არზიანს, რომელმაც მეორე ტაიმში 9 წუთიანი ინტერვალით ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამ მომენტისთვის ანგარიში მხოლოდ 1:0 იყო. დავით დარციმელიას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

უნგრული “სპარტაკუსი” ორი ქართველით გაძლიერდა

უნგრეთის ჩემპიონატში მოთამაშე “სპარტაკუსის” ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი დაიცავს. გადაწყვეტილია, რომ ხსენებულ გუნდში კარიერას დავით დარციმელია და ზურაბ არზიანი გააგრძელებენ.

დარციმელია ბოლოს უკრაინულ “სევასტოფოლში” თამაშობდა, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო კლუბმა არსებობა შეწყვიტა. არზიანის ბოლო სამუშაო ადგილი კი რუსეთის პირველი ლიგის ბინადარი “სახალინი” იყო.

“სპარტაკუსი” უნგერში 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზე იმყოფება.