ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-10 სეზონის პრეზენტაცია ბილტმორში გაიმართა

18 ოქტომბერს, სასტუმრო „ბილტმორში“, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ. რიგით მეათე სეზონის ოფიციალური პრეზენტაცია და მონაწილე გუნდების წილისყრა გაიმართა. საიუბილეო სეზონის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ფეხბურთის განვითარების ფონდის პრეზიდენტი ზაზა დოლიძე ესწრებოდნენ.

საიუბილეო გათამაშება, ექვსი სხვადასხვა ლიგის, სამოცამდე მონაწილეს გააერთიანებს.

სეზონი სტარტს 29 ოქტომბერს აიღებს – პირველი ტურის შეხვედრებს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ, 5 ნოემბერს კი ჩემპიონატში ოქროს და ბრინჯაოს ლიგის მონაწილეები ჩაებმევიან.

ერთ წრედ გამართული რეგულარული სეზონის შემდეგ, პლეი-ოფებში ასპარეზობას 8-8 გუნდი განაგრძობს, სადაც მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ორი მოგების შედეგად გაირკვევა.

განსხვავებული ფორმატით ჩატარდება მეათე სეზონის თასის გათამაშება – წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, სუპერლიგის, ოქროს და ვერცხლის ლიგის 30 მონაწილესთან ერთად, ბრმა წილისყრაში მონაწილეობას ბრინჯაოს ლიგის ორი საუკეთესო გუნდიც მიიღებს. პირველი ეტაპის, 1/16 ფინალური შეხვედრები გაზაფხულზე გაიმართება.

გაზაფხულიდან დაიწყება საკვალიფიკაციო ლიგა 1-სა და ლიგა 2-ს გათამაშებაც, სადაც პლეი-ოფს მიღმა დარჩენილ გუნდებთან ერთად, დებიუტანტები იასპარეზებენ. 2017/18 წ.წ სეზონის ჩემპიონატის თამაშებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

„მსგავსი პროექტები ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას უწყობს ხელს. ფეხბურთის ფედერაცია, კომპანია SBM-თან ერთად ფუტსალის ლიგის ორგანიზატორია, 2017-2018 წლის სეზონსაც ერთობლივად ჩავატარებთ. სასიხარულოა, რომ SBM-ის მიერ ჩატარებული ჩემპიონატები სამაგალითოა. კერძო სექტორი კი, რომლებიც ფეხბურთის განვითარების ხვალინდელი დღეა, ჩართულები არიან ისეთ ჩემპიონატში, როგორიც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაა,“- აღნიშნა დავით მუჯირმა

წილისყრის შედეგად გაირკვა ჩემპიონატის კალენდარი. პირველ ტურში გუნდები შემდეგანირად დაწყვილდნენ:

29.10.2017 სუპერლიგა. I ტური.

კსუ/CIU – ტვ იმედი

თსუ-FC UG

მფკ ნატახტარი – სფფ

მაუდი – აჭარა

სკ თელავი – FC PSP

29.10.2017 ვერცხლის ლიგა. I ტური

სდსს – GEO HOLDING

ეთა – ლიბერთი ბანკი

საქართველოს ბანკი – თბილისის მერია

RS – ენერგო პრო

ავერსი – ელიტა ბურჯი

05.11. 2017 ბრინჯაოს ლიგა. I ტური

კროკობეთი – ნაბეღლავი

დელუქსი : ტერაბანკი

ხალიკ ბანკი : ბილტმორი

ინსტა – McGill

M2 – ევროპაბეთი

FC VIVUS.GE – კრედო

05.11.2017 ოქროს ლიგა. I ტური

TTC – არმია

საქ. ფოსტა – სფფ 2

პატრული – GWP

ბაქსვუდი – ვითიბი

ნატახტარი – PSP.

დღეს საქართველოს ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის ნაკრების პრეზენტაცია შედგა

დღეს სასტუმრო „ჰოლიდენ ინში“ ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის ფუტსალის საქართველოს ნაკრების პრეზენტაცია შედგა. პრესკონფერენციას ორგანიზატორი, სპორტული სააგენტო SBM -ის წარმომადგენლები და ნაკრების მენეჯერებიდაესწრნენ, რომლებმაც სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობაც გაირკვა – გუნდს მოსკოვის „სპარტაკის“ ფუტსალის გუნდის თავკაცი ბესიკ ზოიძე უხელმძღვანელებს.

ზაალ ჩიტალაძე (SBM -ის დირექტორი): „ჩვენი ღონისძიების „ბიზნესჩ ემპიონთა ლიგის“ 8-წლიანი ისტორიიდან გამომდინარე, უკვე შემდეგ სტატიაზე გადასვლის ეტაპამდე მივედით. ჩვენი ღონისძიების საუკეთესო მოთამაშეები უნდა წავახალისოთ. შარშან შეკრებები გვქონდა, წელს კი, გადავწყვიტეთ, ამ ყველაფრისთვის ცოტა სერიოზული სახე მიგვეცა, საერთაშორისო სამოყვარულოი სპორტის ფედერაციაშიც შევსულიყავით. მონაწილეობას მივიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, მათ შორის მსოფლიო ჩემპიოანტსა და ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი აზრით, ეს ყველა მოთამაშეს დამატებით მოტივაციას მისცემს. ნაკრების კარი ყევლასთვის ღიაა. 2-3 დღეში უკვე უახლოეს ამხანაგურ მატჩებსაც დავგეგმავთ“.

ბესიკ ზოიძე: „ჩემთვის ამ ნაკრების შენებაში მონაწილეობის მღება დიდი აპტივია. 2008 წლიდან დღემდე ეს ტურნირი ძალიან განვითარდა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ტურნირებზე გამოვიდეთ, წარმოვაჩინოთ ჩვენი კულტურა და მენტალიტეტი“.