პრიოდლი ბრემენს ტოვებს

ბრემენის “ვერდერს” სებასტიან პრიოდლთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, თუმცა მხარეები პირობებზე ვერ თანხმდებიან.

დიდი ალბათობით, ზაფხულში პრიოდლი ბრემენს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

27 წლის ფეხბურთელი “ვერდერის” ღირსებას 2008 წლიდან იცავს, მიმდინარე სეზონში კი ბუნდესლიგის 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.