თასის ფინალში წაგების შემთხვევაში, ვალვერდეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებენ

კატალონიური პრესა საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ერნესტო ვალვერდეს მომავალი “ბარსელონაში” დიდი კიტხვის ნიშნის ქვეშ დგას.

როგორც ცნობილი ხდება, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელები ძალიან უკმაყოფილოები არიან “რომასთან” გამოვარდნით და ესპანეთის თასის ფინალში წაგების შემთხვევაში, მზად არიან ვალვერდე კლუბიდან გაუშვან.

ფანები “ოქროს დუბლითაც” არ კმაყოფილდებიან და “ატლეტიკის” ყოფილი თავკაცისგან, რომელსაც უკვე შეუსრულდა 54 წელი, მადრიდის “რეალის” დამარცხებასაც ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ვალვერდემ “ბარსელონა” 2017 წლის ზაფხულში ჩაიბარა და ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა. ხელშეკრულებაში ჩატანილია პუნქტი, სადაც კონტრაქტის კიდევე ერთი წლით გახანგრძლივებაზეცაა საუბარი.

ვალვერდე სატურნირო ბრძოლიდან “რეალისა” და “ატლეტიკოს” ჩამოწერას არ ჩქარობს

კატალონიის “ბარსელონამ” გასვლაზე ლა ლიგის ბოლოადგილოსანი “მალაგა” დაამარცხა და “ატლეტიკოსთან” თავისი უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა მაშინ, როდესაც “რეალს” “ბლაუგრანამდე” 15 ქულა აშორებს. მიუხედავად ამ ჰანდიკაპისა, ვალვერდე საჩემპიონო ბრძოლას დასრულებულად არ მიიჩნევს.

“რა თქმა უნდა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მანამ სანამ მათემატიკურად შესაძლებელია, არცერთი მათგანის ჩამოწერას არ ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ.

მესის არყოფნა? (მესამე შვილის დაბადების გამო) ამის შესახებ კარლეს ნავალმა შემატყობინა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ასე რომ ყველაფერი ჩვენს კონტროლს ექვემდებარებოდა.

რაც შეეხება დემბელეს, ამ ფეხბურთელს დრო სჭირდება, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. “ბარსელონაში” ძალიან დიდი ზეწოლაა და ამიტომაც ადაპტაციის პერიოდის გავლა გაცილებით უფრო რთულია,” – აცხადებს ვალვერდე.

ვალვერდე: “რეალი” ყოველთვის “რეალია”, ამ გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე შუაკვირაში მადრიდის “პარი სენ-ჟერმენსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ მატჩს გამოეხმაურა, რომელშიც გამარჯვებული ესპანური მხარე აღმოჩნდა (1:2, 5-3 საერთო ჯამში).

“პირველ შეხვედრაში პარიზელები ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. მაგრამ იმ მატჩშიც, “რეალმა” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა “რეალი”, რითიც ბრწყინვალე ჰანდიკაპი მიიღეს.

“რეალი” ყოველთვის “რეალია”. ისინი მსგავს სცენარში ყოველთვის თავისუფლად გრძნობენ თავს, როგორც გუშინდელ მატჩში. “მადრიდი” “პარი სენ-ჟერმენზე” უკეთესო იყო და გამარჯვებაც დაიმსახურეს.

თუმცა ჩვენი მეტოქე ლონდონის “ჩელსია” და მასზე უნდა ვიფიქროთ. ეს ის გუნდია, რომელიც აუცილებლად უნდა დავამარცხოთ,” – აცხადებს ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილი თავკაცი.

ვალვერდეს პირველი კომენტარი “ხეტაფესთან” ქულების დაკარგვის შემდეგ

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩში “ხეტაფესთან” ქულების დაკარგვის შემდეგ (0:0) პრესასთან ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ამ შედეგით უკმაყოფილონი ვართ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. ჩვენს თამაშს ნაპერწკალი აკლდა და შედეგიც ამან განაპირობა.

“ხეტაფე” ძალიან უხერხული მეტოქეა ჩვენთვის. მოწინააღმდეგეს თავისი თამაშის ჩვენების საშუალება მივეცით, ძალიან ბევრი იყო ჯარიმა მათი მხრიდან, რაც შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენების შანსს არ გვაძლევდა.

ჩემპიონთა ლიგის მატჩი უფრო და უფრო გვიახლოვდება. “ჩელსისთან” გასამართ შეხვედრაზე წილისყრის დღიდან ვფიქრობ, ჩვენ მათ თამაშებს ვუყურებთ და დეტალურად ვაანალიზებთ,” – აცხადებს ვალვერდე.

ვალვერდემ საფრთხეში მყოფი სუარესი დაიცვა: “მისი აგრესიულობა ჩვენთვის სასარგებლოა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ლუის სუარესი დაიცვა, რომელსაც “ვალენსიასთან” მატჩში გაფრთხილების მიღების შემთხვევაში კოპა დელ რეის ფინალის გამოტოვება მოუწევს.

“ლუის სუარესთან მის ხასიათზე არაერთხელ მისაუბრია. მისი აგრესიულობა შეტევაში, თუ როგორ ცდილობს სივრცეების გათავისუფლებასა და გოლების გატანას ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლოა. თუნდაც ზოგჯერ ეს ყვითელ ბარათად დაუჯდეს.

წინ ნახევარფინალური ეტაპის მატჩი გველის. სუარესი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და იცის, როგორ აკონტროლოს საკუთარი თავი. მოედანზე ყველაფერი უნდა დავდოთ მოსაგებათ. ფინალზე კი მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს,” – აცხადებს ვალვერდე.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” “მესტალიაზე” გამარჯვებულის სტატუსით მიემგზავრება (1-0).

ვალვერდე: “ისიც კი არ მინდა, ვინმემ ოდესმე საპატიო კორიდორი ჩემს გუნდს მოუწყოს”

დღეს კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაუპირისპირდება.

“ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“საპატიო კორიდორს ერთი გუნდი მეორეს წარსულში უკეთებდა. ეს პატივისცემის სიმბოლო იყო და ამ ხერხს ხშირად მიმართავდნენ. ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რას მიაღწია “რეალმა”. ისინი მსოფლიოს ჩემპიონები არიან, რაც დიდი წარმატებაა. თუმცა, მათ საპატიო კორიდორს არ მოვუწყობთ. არც ის მსურს, ვინმემ იგივე გზით ჩვენ გვცეს პატივი.”

“ხვალ ტიტულის მოგება არ შეგვიძლია. “ატლეტიკო” ექვსი ქულით გვისწრებს და შესაძლოა, ეს სხვაობა სამამდე შემცირდეს. ხვალ ისეთ შეხვედრას ჩავატარებთ,თითქოს, ეს ცხოვრების უკანასკნელი მატჩი ყოფილიყოს. ორივე გუნდი დიდი წნეხის ქვეშაა. ეს იმიტომ, რომ ამ თამაშს უზარმაზარი დატვირთვა აქვს სხვადასხვა მხირვ.”

“ხვალ ყველაფერზე მოგვიწევს ყურადღების გამახვილება. მეტოქეს ისეთი მოთამაშეები ჰყავს, რომელთა ერთმა მოძრაობამაც შესაძლოა, ყველაფერი გადაწყვიტოს. ამიტომ, თავი უნდა დავიზღვიოთ. იმედი მაქვს ჩემი ბიჭების,” – აცხადებს ვალვერდე.

ვალვერდე: “თავად ფეხბურთელმაც კი არ გააპროტესტა წითელი ბარათი”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მე-15 ტურში “ვილიარელმა” “ბარსელონა” მიიღო და მეტქოესთან ანგარიშით, 0-2 დამარცხდა. საგულისხმოა, რომ მასპინძელთა ფეხბურთელმა, დანიელ რაბამ ხისტი თამაშისთვის მესამოცე წუთზე სერხიო ბუსკეცის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და წითელი ბარათიც მიიღო.

საკმაოდ დაძაბული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ესაუბრა.

“წითელი ბარათი თამაშის კონტექსტიდან გამომდინარეობდა. ვფიქრობ, ფეხბურთელმაც გააცნობიერა, რომ ეს არასწორი მოძრაობა იყო და ის გაძევებას იმსახურებდა. არ მინახავს განმეორება, თუმცა ერთი შეხედვითვე ჩანდა, რომ მსაჯის გადაწყვეტილება მართებული იყო. მოთამაშემ ეს არც კი გააპროსტესტა.”

“ვილიარეალი” ძალიან ორგანიზებული გუნდია. ის შეტევაში მშვენივრად თამაშობს. მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც სივრცეებს ადვილად პოულობენ. მათ შესანიშნავი ტექნიკა აქვთ და კარგად ფლობენ ბურთს. ეს ყველაფერი მთლიანად გუნდის დიდი პლუსია. თუმცა, დღეს ჩვენ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმი ჩავატარეთ კარგად და ეს მოგებაც დავიმსახურეთ,” – აცხადებს ესპანელთა მთავარი მწვრთნელი.

ვალვერდე: “ცენტარლური მცველის დამატება? ამაზე მხოლოდ მაშინ საუბრობთ, როცა გუნდში ტრავმებია”

სამუელ უმტიტი ტრავმირებულია და იგი ორი თვის მანძილზე ვერ დაემხარება კატალონიის “ბარსელონას”. ჟურნალისტებმა ამ ამბავს მაშინვე “მოაბეს კუდი” იმაზე, რომ “ბლაგურნას” ცენტრალური მცველის დამატება სურს.

აღნიშნულს პასუხი მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ გასცა.

“დრო გვაქვს, რომ ასეთი შენაძენის საჭიროება შევაფასოთ. რომ დავფიქრდეთ, როცა ყველა ჯანმრთელადაა, გუნდის დახმარება შესანიშნავ ცენტრალურ მცველებს შეუძლიათ. შესაბამისად, თეორიულად, ამ ფეხბურთელებით კმაყოფილნი ვართ. თუმცა, ვნახოთ რა იქნება. ხშირად, ჟურნალისტები მაშინ საუბრობთ ვინმეს დამატებაზე, როცა ტრავმებია.”

“უმტიტი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელსაც სწრაფად შეუძლია დაზიანების მოშუშება. სერხიო ბუსკეცსა და ლუკას დინს რაც შეეხებათ, აღნიშნულზე სხვა რამ გვაქვს მოსაფიქრებელი. ნუ ვისაუბრებთ დაცვის ხაზის პრობლემებზე ასე მწვავედ. მალე ყველაფრის მოგვარება შესაძებელია,” – აცხადებს ვალვერდე.

ვალვერდე: “ხშირად თავს ვერ ვიცავდით, რადგან “ვალენსია” საუკეთესოა კონტრ-შეტევაზე”

გუშინ ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურში კატალონიის “ბარსელონამ” “ვალენსია” მიიღო და მეტოქესთან ფრე, 1-1 ითამაშა.

პრინციპული შეხვედრის შემდეგ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ურთულესი თამაში გამოვიდა. ჩვენ ხშირად კარგად ვერ ვიცავდით თავს, რადგან “ღამურები” კონტრ-შეტევაზე შესანიშნავად გადმოდიოდნენ. ვიცით, რომ ეს გუნდი სახლშია განსაკუთრებით ძლიერი. სწორედ ამიტომ, უკმაყოფილო არ ვარ – დაძაბული წუთების შემდეგ, ანგარიში გავათანაბრეთ და ერთი ქულა მაინც მოვიპოვეთ. მათ დაბალანსებული თამაში დავუპირისპირეთ. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვთამაშობდით მათი ორი თავდამსხმელის წინააღმდეგ. განსაკუთრებით, გუედეშს გამოვარჩევდი,” – აცხადებს ვალვერდე.

ერნესტო ვალვერდე: “მესის ახალმა კონტრაქტმა დაგვამშვიდა”

დღეს კატალონიის “ბარსელონას” სუპერვასრკვლავმა, ლიონელ მესიმ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. არგენტინელი მოთამაშე კლუბში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.

აღნიშნულ ფაქტზე ჟურნალისტებს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ესაუბრა.

“ყველაფერი რამდენიმე ხნით ადრე იყო შეთანხმებული. ამის შესახებ ლეომ განაცხადა კიდეც. მხოლოდ და მხოლოდ, ოფიციალური ცერემონია იყო დარჩენილი. ბედნიერები ვართ, რომ მესი ჩვენთან რჩება. ეს დამშვიდების საშუალებას მოგვცემს. ყველამ იცის, რას წარმოადგენს ის “ბარსასთვის.”

“ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ლა ლიგის მე-13 ტურში, “ვალენსიასთან” ჩასატარებელ შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი.

“რაც არ უნდა მოხდეს, ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ დიდი ხანია დარჩენილი. სწორედ ამიტომ, ხვალინდელი შედეგით არაფერი შეიცვლება. ისე კი, მეტოქეს მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავს: ძაძა, როდრიგო, სოლერი, გუედში. ესენი არიან ის მოთამაშეები, რომლებიც უმაღლეს დონეზე გამოდიან. ვფიქრობ, მათ ლა ლიგაში საუკეთესო კონტრ-შეტევების განხორციელება შეუძლიათ. ამიტომ, “ღამურების” შეჩერება მარტივი არ იქნება,” – აცხადებს ერნესტო.

ვალვერდე: “მესი მაშინ გამოვიდა მოედანზე, როცა ეს საჭირო გახდა”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ტურინის “იუვენტუსი” კატალონიის “ბარსელონას” დაუვხდა. დაპირისპირება უგოლო ფრით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელები პირველი ადგილით გავიდნენ ჯგუფიდან.

პრინციპული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან “ბლაგურნას” მთავარა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.

“მესის ტრავმა არ ჰქონდა. უბრალოდ, ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ამიტომ აუცილებელია, ზოგჯერ, დასვენების საშუალება  მივცეთ. ხოლო, როცა ზეწოლის გაძლიერება გახდა საჭირო, ის საქმეში ჩაერთო. მან ჩვენს შეტევებს მრავალფეროვნება შემატა.”

“ჩვენი მიზანი იყო, რომ მარკს ბევრი სეივის გაკეთება არ დასჭირვებოდა. დღეს, მას ხშირად არ გამოუჩენია თავი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ის უდაოდ კარგ ფორმაშია. დიბალას წიინააღმდეგ გერმანელმა მშვენივრად ითამაშა.”

“ბედნიერი ვარ, რომ რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. წინ ახალი თავგადასავლები გველის,” – აცხადებს ვალვერდე.

ვალვერდე: “ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური კლუბები დომინირებენ”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე აღიარებს, რომ დღესდღეობით საერთაშორისო ასპარეზზე ინგლისური კლუბები უფრო კარგად გამოიყურებიან, ვიდრე ესპანურები.

“დიახ, ნამდვილად ასე ვფიქრობ. კარგა ხანია, რაც ინგლისური კლუბები ასეთ დონეზე არ ყოფილან, დღეს ისინი დომინანტები არიანჩემპიონთა ლიგაზე. იგივეს ვიტყოდი ევროპა ლიგაზეც, თუმცა, ეს ტურნირი შარშან “იუნაიტედმა” მოიგო.

ინგლისურ კლუბებს ძალიან ბევრი ფული და დიდებული ისტორია აქვთ. ისინი ყოველთვის განსაკუთრებულ ძალას წარმოადგენენ. აქიდან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ალოგიკური იყო მათი ასეთი პასიურობა გასულ წლებში.

თუმცა, იმის თქმა, რომ ინგლისური კლუბები ესპანურებზე უკეთესები არიან, უსამართლო იქნება. გასულ წელს ესპანელები დომინირებდნენ, წელს კი ინგლისელები,” – აცხადებს ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილი თავკაცი.