“ბარსელონამ” “ატლეტიკო” დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში “ბარსელონამ” უშუალო კონკურენტი მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის მე-10 წუთზე სტუმრები კოკემ დააწინაურა. ნახევარი საათის თავზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 38-ე წუთზე ლუის სუარესმა კატალონიელები სულაც წინ გაიყვანა. ტაიმის მიწურულს სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, ვინაიდან მთავარმა არბიტრმა ფილიპე ლუისს მესის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

65-ე წუთზე მოედნიდან “ატლეტიკოს” მეორე ფეხბურთელი დიეგო გოდინი გააძევეს.

ამრიგად, “ბარსელონა” პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილს 51 ქულით სათავეში ჩაუდგა. გარდა ამისა, კატალონიელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. “ატლეტიკო” 48 ქულით მეორე პოზიციაზეა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XXII ტური
“ბარსელონა” — “ატლეტიკო” 2:1 (2:1)

გოლები: მესი 30′, სუარესი 38′ — კოკე 10′.
გაფრთხილებები: გოდინი 24′, გაბი 25′, ხუანფრანი 41′, პარტეი 90+2′.
გაძევებები: ფილიპე ლუისი 44′, გოდინი 65′.

“რეალსა” და “ატლეტიკოს” 2016 წლის ზაფხულში ტრანსფერების განხორციელება შეეძლებათ

მადრიდის “რეალმა” და “ატლეტიკომ” ფიფასგან უახლოესი ორი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში დაწესებული დისკვალიფიკაცია გაასაჩივრეს.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს სანქცია დროებით შეაჩერა. შესაბამისად, კლუბებს 2016 წელს ახალი ფეხბურთელების დამატება შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო კომიტეტი პირველ ივლისამდე ახალ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე იმ მოთამაშეებს, რომელთა გამოც მიმდინარეობს გამოძიება, ყველა ტურნირზე შეეძლებათ თამაში.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ფიფამ ანალოგიური დისკვალიფიკაცია “ბარსელონას” მიუსაჯა.

 

“ატლეტიკო” ტრანსფერებზე დაწესებულ დისკვალიფიკაციას ასაჩივრებს

მადრიდის “ატლეტიკო” ტრანსფერებზე ფიფასგან დაწესებულ დისკვალიფიკაციას ასაჩივრებს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ესპანური კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატებისთვის გათვალისწინებული წესების დარღვევის გამო დასაჯა.

“ჩვენმა კლუბმა ფიფაში საჩივარი გააგზავნა, ვინაიდან ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. ვთვლით, რომ ყველა ტრანსფერი წესების სრული დაცვით განვახორციელეთ. გარდა ამისა, გვსურს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სანქცია შეჩერდეს”, – ნათქვამია “ატლეტიკოს” ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ “ატლეტიკოსა” და “რეალს” უახლოესი ორი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ახალი ფეხბურთელების დამატება აუკრძალა. გარდა ამისა, “ატლეტიკო” 900, ხოლო “რეალი” 360 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა.

 

“ატლეტიკომ” სატიტულო სპონსორი შეიცვალა

მადრიდის “ატლეტიკომ” სატიტულო სპონსორი შეიცვალა.

კლუბმა საერთაშორისო სავაჭრო კომპანია Plus500-სთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში გაფორმდა, თუმცა ძალაში მაშინ შევიდა, როდესაც ყოფილ სპონსორთან კონტრაქტის ვადა ამოიწურა. შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოს” წინა სატიტულო სპონსორი აზერბაიჯანის ტურიზმის ადმინისტრაცია იყო.

დამდეგი ორი წლის განმავლობაში მადრიდული კლუბის მაისურზე გამოსახული იქნება Plus500-ის გერბი.

Atlético kitAtlético kit 2

 

მირანდა “ინტერში” მიდის

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი მირანდა მილანის “ინტერში” გადასვლასთან ახლოს არის.

“სპორტ მედიასეტის” ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. “ნერიაძური” მირანდასთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. 30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ჯამაგირის სახით წელიწადში 2,5 მილიონ ევროს მიიღებს.

გასულ სეზონში მირანდამ 36 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი ესპანური კლუბი ითამაშებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშებაში ხუთი ესპანური კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში “სევილიამ” უკრაინული “დნიპრო” ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

როგორც მოგეხსენებათ, ახალი სეზონიდან ევროპის ლიგის გამარჯვებულ გუნდს ავტომატურად ენიჭება ჩემპიონთა ლიგის საგზური. აქედან გამომდინარე, მართალია, “სევილია” ესპანეთის პრიმერადივიზიონში მეხუთე ადგილზე გავიდა, თუმცა ევროპის ლიგის მოგებისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც ითამაშებს.

ესპანეთიდან “სევილიას” გარდა ჩემპიონთა ლიგას ჯგუფური ეტაპიდან შეუერთდებიან “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი” და “ატლეტიკო”. “ვალენსია” ტურნირზე პლეიოფიდან ჩაერთვება.

 

“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონია!

ესპანეთის პრიმერადივზიონის 37-ე ტურში “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკო” ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 65-ე წუთზე ლეო მესიმ გაიტანა.

“ბარსელონამ” 93 ქულას მოუყარა თავი. კატალონიურ გუნდს უახლოესი მადევარი მადრიდის “რეალი” 4 ქულით ჩამორჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ “სამეფო კლუბს” ბოლო ტურში “ბლაუგრანასთან” გათანაბრების თეორიული შანსიც აღარ აქვს. მესამე პოზიციაზე 77 ქულით “ატლეტიკო” გახლავთ.

ამრიგად, “ბარსელონა” ისტორიაში 23-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
37-ე ტური
“ატლეტიკო” — “ბარსელონა” 0:1 (0:0)

გოლი: მესი 65′.
გაფრთხილებები: გოდინი 32′, კოკე 53′, გაბი 75′, ხიმენესი 89′, სიკეირა 90+4′ — პედრო 29′, ნეიმარი 90+2′, მესი 90+4′.

“ჩელსი” კოკეს სანაცვლოდ 61 მილიონს იხდის

ბრიტანული “მეტროს” ცნობით, ლონდონის “ჩელსი” მზადაა, მადრიდის “ატლეტიკოს” კოკეს სანაცვლოდ 61 მილიონი ევრო შესთავაზოს. 23 წლის ესპანელი ნახევარმცველი შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგდეს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოკეს მიმართ ინტერესს “ბარსელონაც” იჩენდა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში კოკემ 24 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში ესპანელ ფეხბურთელს ორი გოლი და ოთხი საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

 

ოფიციალურად: სიმეონემ “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

როგორც გაუწყეთ, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. განცხადება “ვისენტე კალდერონის” VIP-დარბაზში გაკეთდა.

მხარეებს შორის გაფორმებული ახალი შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2020 წლის ივნისამდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტი “ატლეტიკოს” 2011 წლის დეკემბრიდან თავკაცობს. ამ დროის განმავლობაში გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი, ასევე ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო, გუნდი შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა.

 

სიმეონე “ატლეტიკოში” 2020 წლამდე

ესპანური გამოცემა “ასი” იტყობინება, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის გაფორმებული ახალი შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2020 წლამდე იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალური განცხადება სამშაბათს გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტი “ატლეტიკოს” 2011 წლიდან თავკაცობს. ამ დროის განმავლობაში გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი, ასევე ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო, გუნდი შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა.

 

ბუტრაგენიო: “ვიცით, რა სირთულეები გველის “ატლეტიკოსთან”, ამიტომ საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ”

როგორც მოგეხსენებათ, დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა. ტურნირის ამ სტადიაზე მადრიდული დერბი გველის — “ატლეტიკო” “რეალის” წინააღმდეგ.

“სამეფო კლუბის” დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ დამდეგი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

“ატლეტიკო” კონკურენტუნარიანი გუნდია. ამ სეზონში ერთმანეთთან ბევრჯერ ვითამაშეთ და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. “ატლეტიკომ” ბრძოლა იცის. ეს გუნდი ცოტა გოლს უშვებს, სტანდარტულ სიტუაციებს კარგად იყენებს და თითოეულ მომენტში მაქსიმუმის გამომუშავებას ცდილობს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დამარცხებას და ვიქნებით თუ არა ნახევარფინალური ეტაპის წილისყრაში. იმედია, საკადრო პრობლემებს მოვაგვარებთ.

ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია. არავინ არ იცის, რამდენად არის უპირატესობა საპასუხი მატჩის საკუთარ მოედანზე ჩატარება. ვიცით, რა სირთულეების წინაშე დავდგებით, ამიტომ თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ. თუ გვინდა, რომ მომდევნო ეტაპზე ვითამაშოთ, “ატლეტიკოს” ბარიერი უნდა დავძლიოთ”, – ბუტრაგენიოს კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნდა.

წყვილის პირველი შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე”, 14 აპრილს გაიმართება.

 

ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მირანდას

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი მირანდა ესპანეთის პრიმერადივიზიონში ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება პრიმერადივიზიონის 27-ე ტურში “ესპანიოლსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ მატჩში (0:0 )მომხდარი ეპიზოდის გამო მიიღო.

აღნიშნულ შეხვედრაში მირანდამ მეტოქე გუნდის ნახევარმცველ აბრაამ გონსალესს თავში იდაყვი გაარტყა, რის გამოც ბრაზილიელი ფეხბურთელი პირდაპირ წითელი ბარათით დაისაჯა.