ხორვატიამ ნიგერია დამაჯერებლად დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზეც გადაინაცვლა (ვიდეო)

მსოფლიო საფეხბურთო ზეიმს ხორვატიისა და ნიგერიის საფეხბურთო ნაკრებებიც შეუერთდნენ, თუმცა ნიგერიელების ზეიმი არც ისე ხანგრძლივი გამოდგა. ევროპელებმა აფრიკელები საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხეს – 2:0.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და წარმატებული გამოდგა, თუმცა ხორვატებმა საგოლე მომენტები უკეთ გამოიყენეს, ნიგერიელებთან შედარებით. ანგარიში შეხვედრის 32-ე წუთზე გაიხსნა ეტებოს ავტოგოლის წყალობით, რამაც ნიგერიელ ფეხბურთელებზე ზეწოლა გააორმაგა.

შეხვედრის მეორე ნახევარში აფრიკელებმა ანგარიშის გათანაბრება სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და სანაცვლოდ პენალტიც მიიღეს საკუთარ კარში. თერთმეტმეტრიანი გოლად ლუკა მოდრიჩმა აქცია.

ასე რომ, მუნდიალის პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფში პირველ ადგილს ხორვატია იკავებს, ისლანდია და არგენტინა 2-3 ადგილებს ინაწილებენ, ნიგერია კი მეოთხეა. მომდევნო ტურში არგენტინა ხორვატიას დაუპირისპირდება, ნიგერია – ისლანდიას.

მსოფლიოს ჩემპიონატი
D ჯგუფი (I ტური)
ხორვატია – ნიგერია 2:0 (1:0)
გოლები: მოდრიჩი 72′ – ეტებო 32′(ავტოგოლი)

რაკიტიჩი ნეიმარზე: “ზოგჯერ, საუკეთესო მოთამაშეები საუკეთესო გუნდს არ ირჩევენ”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ჟურნალისტებთან ყოფილ თანაგუნდელზე, ნეიმარზე ისაუბრა.

“ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა, ზოგჯერ მისნაირები საუკეთესო გუნდებს არ ირჩევენ. ჩვენ მისი წასვლისთ გამოწვეული ვაკუუმი კოლექტიური მუშაობით ამოვავსეთ. ვიშრომეთ, როგორც შესაძლებელი იყო და შევძელით, რომ სეზონის ამ ეტაპამდე მრავალი გამარჯვებისთვის მიგვეღწია.”

“ელ კლასიკო?” ერთ-ერთ გუნდს სევდიანი შობა ექნება. ვხუმრობ, ეს ძალიან დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გვაქვს შანსი, გამარჯვებას მოვაღწიოთ. ამ მატჩში ამი ქულის მოპოვება წლის საოცარი დასარული იქნება,” – აცხადებს რაკირიტიჩი.

ამხანაგური მატჩი: ხორვატიამ მექსიკას სძლია (ვიდეო)

2016/17 წლების საკლუბო სეზონი ჯერაც არ დასრულებულა, თუმცა მოწადინებულმა ნაკრებებმა უკვე მოასწრეს ამხანაგური მატჩების გამართვა.

მათ შორის იყვნენ ხორვატიისა და მექსიკის ნაკრებები, რომლებიც ერთმანეთს ნეიტრალურ სტადიონზე დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ნომინალურ სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში გატანილი გოლით ჩიჩარიტო მექსიკის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.


მექსიკა: ოჩოა; მორენო, ლაიუნი, რეიესი (არაუხო 46′), რეიესი (გალიარდო 81′), ერნანდესი (კარლოს ველა 54′); მოლინა (გუარდადო 46′), გუტიერესი (დოს სანტოსი 46′), ერერა, ლოსანო, პერალტა (ერნანდესი 66′)

მთავარი მწვრთნელი: ხუან კარლოს ოსორიო

ხორვატია: კალინიჩი; შკორიჩი, ედვაი, ნიჟიჩი, ტუდორი (კოლინგერი 71′), შუნიჩი, ვლაშიჩი (მილოში 90′), ბარიშიჩი, ფილიპოვიჩი, სანტინი (კატიჩი 83′), ჩოპი (მაერი 90′)

მთავარი მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი

გოლები: ხავიერ ერნანდესი 87′ – ჩოპი 36′, ტუდორი 37′

გაძევება: შკორიში 77′


ხორვატები ადასტურებენ: მარკო პიაცასთვის სეზონი დასრულებულია

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის, მარკო პიაცასათვის 2016/17 წლების სეზონი დასრულებულია. ამ ინფორმაციას ხორვატთა ფეხბურთის ფედერაციაც ადასტურებს.

როგორც იცით, ტურინელთა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტრავმა ტალინში გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო, რომელიც ხორვატთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ კი მას უმალვე ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები, რომელმაც სამწუხარო შედეგები აჩვენა – 21 წლის მარკო პიაცას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მას ლაზარეთში რამდენიმე თვის გატარება მოუწევს.

მოდირიჩი ხორვატიის 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა ხორვატიის 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მფლობელის ვინაობა. ეს პრიზი მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ლუკა მოდრიჩმა დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის მოთამაშემ გასულ წელს “თეთრების” მაისურით ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერ თასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

მოდრიჩი საკუთარი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი მეხუთედ გახდა. აქამდე ხორვატს ეს ჯილდო 2007, 2008, 2011 და 2014 წლებში აქვს მოპოვებული.

რომელი ქვეყანა აწვდის ევროპის ტოპ ჩემპიონატებს ყველაზე მეტ ფეხბურთელს?

ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში (ლა ლიგა, პრემიერ ლიგა, ბუნდესლიგა, ლიგა 1, სერია ა) საკმაოდ ბევრი ლეგიონერი ირიცხება, მაგრამ რომელ ქვეყანას ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი? FANEBI.COM გთავაზობთ პასუხს ამ ძალზედ საინტერესო კითხვაზე…


1) საფრანგეთი | ლიგა 1-ის გამოკლებით, ევროპის ტოპ ოთხი ჩემპიონატის კლუბებში საერთო ჯამში 116 ფრანგი ფეხბურთელი ირიცხება


2) ბრაზილია | ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში სულ 114 ბრაზილიელი ფეხბურთელი გამოდის


3) არგენტინა | ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში მოასპარეზე არგენტინელთა რიცხვი 97-ს შეადგენს


4) ესპანეთი | ლა ლიგას თუ არ ჩავთვლით, დარჩენილ 4 ტოპ ჩემპიონატში ესპანეთის წარმომადგენლობა 66 ფეხბურთელისაგან შედგება


5) ბელგია | ბელგიელებს უმაღლეს ჩემპიონატებში 48 წარმომადგენელი ჰყავთ, ისინი ამ მხრივ მეხუთე პოზიციას იკავებენ


6) შვეიცარია | ბელგიის მსგავსად, შვეიცარიის წარმომადგენლობაც 48 ფეხბურთელისგან შედგება


7) სერბეთი | ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში 38 სერბი ფეხბურთელი თამაშობს


8) ჰოლანდია | ევროპის ტოპ ჩემპიონატებში სულ რაღაც 38 ჰოლანდიელი თამაშობს


9) პორტუგალია | ევროპის ჩემპიონ ქვეყანას მხოლოდ 36 წარმომადგენელი ჰყავს ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში


10) ხორვატია | ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ამ დროისთვის 33 ხორვატი ფეხბურთელი ასპარეზობს

ხორვატიის ნაკრებს კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდა

ახლოვდება სანაკრებო პაუზა, რომლის დროსაც ევროპული ნაკრებები რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით 2-2 შეხვედრას გამართავენ.

ხორვატიის ეროვნული გუნდი 6 და 9 ოქტომბერს გასვლაზე, შესაბამისად,  კოსოვოსა და ფინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ირკვევა, რომ ვერცერთ მატჩში ხორვატებს ტურინის “იუვენტუსის” შემტევი, მარკო პიაცა ვერ დაეხმარება. მან “ემპოლისთან” გასულ კვირა დღეს გამართულ მატჩში მიიღო დაზიანება და ორშაბათს ვარჯიშზე არ გამოჩენილა.

პიაცას გარდა, ხორვატებს ლუკა მოდრიჩი, ივან რაკიტიჩი და დეჟან ლოვრენი არ ეყოლებათ.

ზაგრების “დინამოს” 103 მატჩიან დაუმარცხებელ სერიას ბოლო მოეღო

ზაგრების “დინამოს” ბრწყინვალე დაუმარცხებელი სერია, რომელიც ჩემპიონატში ჩატარებული 103 საშინაო მატჩისაგან შედგებოდა დასრულდა. ზაგრებელების ამ სერიას “მაქსიმირზე”, “ოსიეკთან” მატჩში მოეღო ბოლო.

ხორვატიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთადერთი გოლი “ოსიეკის” ნახევარმცველმა, ჟოზიპ კნეზევიჩმა გაიტანა მატჩის მე-2 წუთზე. დარჩენილ დროში “დინამო” ბევრს ეცადა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა და ახალ სეზონში პირველი მარცხიც იგემა ჩემპიონატში.

რაც შეეხება ზაგრებელთა დაუმარცხებელ სერიას, მან სტარტი 2010 წლის ივლისში აიღო. ხორვატიის ჩემპიონების ბოლო მარცხი “სტადიონ მაქსიმირზე” რიეკასთან მატჩში მოდიოდა (2-1), ჩემპიონატის მეორე ტურში. ამის შემდეგ, “დინამომ” 90 მატჩის მოგება და 13 მატჩის ფრედ დასრულება მოახერხა.

ხორვატიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს

ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ, ხორვატიის კაპიტნმა, დარიო სრნამ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ხორვატების ახალი კაპიტანი მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი იქნება, რომელიც მისი ეროვნული გუნდის მთავარი დირიჟორია.

თბილისის “დინამო” ხორვატიაში დამარცხდა

დღეს გაიმართა “ჩემპიონთა ლიგის” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები. საკუთარი მატჩი ჩაატარა თბილისის “დინამომ”, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, “მაქსიმირზე” ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდა.

პირველი ტაიმი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სტუმრების უპირატესობით წარიმართა. სწორედ ქართველები იყვნენ ხოლმე, ძირითადად, ბურთით, მაგრამ ისინი გატანას ვერ ახერხებდნენ. ანგარიში შეხვედრაში ხორვატებმა გახსნეს: 39-ე წუთზე ჩორიჩმა ორ მცველს გადაუგდო თავზე ბურთი, რომლის სკრიბეს კარის ბადეში გახვევაც სუდანის აღარ გასჭირვებია. ზუსტად სამ წუთში, ზაგრებულმა გუნდმა ორამდე გაზარდა უპირატესობა. ფერნანდესის პასით ახლა უკვე ჩორიჩმა გაიტანა.

მეორე ნახევარში თბილისის “დინამო” აქტიურობდა და ცდილობდა, სხვაობა შეემცირებინა, თუმცა ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა და, საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა.

განმეორებითი შეხვედრა ჩვენს დედაქალაქში, “დინამო არენაზე” 2 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.

კიტეიშვილი: “არ გვეშინია იმ გუნდის, რომელიც ევროტურნირებზე ხშირად ხვდება!”

ხვალ “ჩემპიონთა ლიგის” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართება. თავის მატჩს გამართავს თბილისის “დინამო”, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდება.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ქართული გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს, ოთარ კიტეიშვილს და ნახსენებ თამაშთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ  ზაგრების “დინამო” ძალიან რთული მეტოქეა. ისინი ბოლო წლებში ხშირად თამაშობენ ევროტურნირებზე, მაგრამ ჩვენ მათი არ გვეშინია!  გვაქვს ჩვენი თავის იმედი. გპირდებით, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს წარმატების მისაღწევად. მოკლედ, არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა კოლექტივს არ აქვს.”

“რაც შეეხება ფიზიკურ ფაქტორს… ამ მხრივ არის რაღაც ტრავმები, მაგრამ გვაქვს იმის რესურსი, რომ დანაკლისი სრულიად შევავსოთ და ნახსენები პრობლემა გუნდის ასპარეზობაზე ოდნავადაც არ აისახოს.”

“მთავარი მიზანი პირველ შეხვერდაში არწაგება იქნება. ყველაფერი კი თბილისში გადაწყდება,” – განაცხადა ახალგაზრდა “დინამოელმა”.

“ბაიერნი” ჩორლუკას 7 მილიონად დაიმატებს

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა “ტოტენჰემის” ყოფილ მცველთან, ვედერან ჩორლუკასთან შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ინფორმაციას ხორვატული მედია ავრცელებს.

ხორვატული გამოცემა VeCernji გვატყობინებს, რომ 30 წლის ფეხბურთელის გადასაბირებლად “ბაიერნს” სულ რაღაც 7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს მოსკოვის “ლოკომოტივისთვის”, სადაც ეს ფეხბურთელი ამ დროისთვის ირიცხება.

მაგრამ გერმანული ტაბლოიდი, TZ უარყოფს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბუნდესლიგის ჩემპიონმა მსგავსს შეთანხმებას მიაღწია.

ჩორლუკამ ევრო 2016-ზე მართლაც რომ ბრწყინვალედ იასპარეზა. მან ხორვატიის ნაკრების ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.