ზამერი: “საუკეთესო რიბერი იყო”

“ოქროს ბურთის” შედეგებმა “ბაიერნის” სპორტული დირექტორის მათიას ზამერის გაკვირვება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენელების ნახევარმცველი ფრანკ რიბერი მესამე ადგილზე გავიდა. “ოქროს ბურთი” კი კრიშტიანუ რონალდუმ მოიპოვა.

“რას ვიზამთ, ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. გულწრფელად ვულოცავ რონალდუს ამ ჯილდოს მოპოვებას. თუმცა, ჩემი აზრით გასულ წელს საუკეთესო რიბერი იყო. რაც არ უნდა იყოს, ფრანკს კიდევ აქვს დრო და დარწმუნებული ვარ, რომ ის მაინც გახდება “ოქროს ბურთის” მფლობელი” – განაცხადა ზამერმა.

რიბერი: ზამერი ძალიან კარგი ადამიანია

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ ქების სიტყვები არ დაიშურა კლუბის სპორტული დირექტორის, მათიას ზამერის მიმართ.
ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ზამერი ძალიან კონტაქტური ადამიანია.

“ზამერი ხშირად გვესაუბრება. ის ძალიან კარგი ადამიანია, რომელსაც ყოველთვის მაღალი მიზნები აქვს. მათიასს ჩვენთვის ყვალაფერი საუკეთესო უნდა” – განაცხადა რიბერიმ

მიუნხენის “ბაიერნის” ბოსებმა ზამერს კონტრაქტის გახანგრძლივება სამი წლით შესთავაზეს. ზამერის მიმდინარე შრომით ხელშეკრულება 2015 წლამდეა გათვლილი.

“ბაიერნი” რაფინიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

გერმანული პრესის ცნობით, “ბაიერნის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილები არიან რაფინიას თამაშით და ბრაზილიელ მცველს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

“ჩვენ ვთვლით, რომ რაფინია “ბაიერნში” უნდა დარჩეს. კმაყოფილები ვართ მისი პროფესიონალური და ადამიანური თვისებებით. მას გუნდში თავისი, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს და ზოგადად საკმაოდ დადებით გავლენას ახდენს მთელს კოლექტივზე” –  განაცხადა “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა.