ტევესი “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნდება
უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კარლოს ტევესი მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნდება, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა ადრიან რუოკომ ეს უარყო. მან იქვე დაამატა, რომ 31 წლის თავდამსხმელს კარიერის დასრულება სწორედ სამშობლოში აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ეს 2016 წლამდე არ მოხდება.
“ტევესი კარიერას “ბოკა ხუნიორსში” დაასრულებს. სწორედ ასე სურს მას. ის არგენტინაში სახლს იშენებს, სადაც დაბრუნების შემდეგ იცხოვრებს. თუმცა, მას ისიც უნდა, რომ “იუვენტუსისთვის” ძალები არ დაზოგოს, რათა გუნდს ტიტულების მოგებაში დაეხმაროს. ტევესი “ბოკაში” მხოლოდ 2016 წელს დაბრუნდება”, – რუოკოს სიტყვები Sport Mediaset-მა გამოაქვეყნა.