თორნიკე ოქრიაშვილმა “კრასნოდარს” “ზენიტთან” ულამაზესი გოლით მოაგებინა (ვიდეო)
27 ნოემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგაში “კრასნოდარმა” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მასპინძელთა სათადარიგო შემადგენლობაში იყო თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის 95-ე წუთზე მაკრატელა დარტყმით სტუმართა კარი დალაშქრა და ანგარიში 2:1 გახადა. ამ გოლმა “კრასნოდარს” გამარჯვება მოუტანა.
იხილეთ ვიდეო