ტურინელები მინიმალურად დაწინაურდნენ
ტურინში, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტურინის “იუვნეტუსმა” “მონაკოს” უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გადამწყვეტი გოლი მასპინძლებმა 57-ე წუთზე გაიტანეს. ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით განმეორებით მატჩის წინ საკუთარ გუნდს მცირე უპირატესობა არტურო ვიდალმა მოუტანა.
განმეორებითი შეხვედრა “მონაკოს” საშინაო არენაზე 22 აპრილს შედგება.
იუვენტუსი 1-0 მონაკო
გოლი: ვიდალი 57′