უმაღლესი ლიგა: 24-ე ტურის პრევიუ
სატურნირო ცხრილში და განსაკუთრებით მის ზედა ნაწილში დაძაბულობა პიკს აღწევს. ეს გასულ ტურშიც დამტკიცდა, როდესაც მოწინავე პოზიციებზე ყველაფერი რამდენიმე წუთში შეიცვალა და სეზონის დასკვნით ნაწილშიც პირველობისთვის ბრძოლა ძალიან გამძაფრდა.
თუმცა, საინტერესო დაპირისპირებები უმაღლესში დასარჩენადაც არის მოსალოდნელი. ერთ-ერთი შეხვედრა, რომელიც ამ მხრივ, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს მიხეილ მესხზე შედგება, სადაც ბოლნისის “სიონი” მარტვილის “მერანს” მიიღებს. მარტვილელები მეორე წრეში პირველი ეტაპის მსგავსად ვეღარ ყოჩაღობენ. ლობასის გუნდმა მხოლოდ ერთელ, ლანჩხუთის “გურიასთან” მოიგო. თუმცა, გასულ ტურში “მერანმა” თბილისის “დინამოს” 2 ქულა აართვა და ლიდერობაც დააკარგვინა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ წარმატებას “მერანმა” ძირითადად მეკარის კარგი თამაშით მიაღწია.
კარგი ვითარება არც ბოლნისურ კლუბშია, რომელმაც მხოლოდ ორჯერ მოიგო წელს დანარჩენ შეხვედრებში კი ფაქტობრივად უშასოდ დამარცხდა. თუმცა, “სიონის” უპირატესობა შედარებით იოლი კალენდარია. დარჩენილ შეხვედრებში ლადო ბურდული გუნდი ლიდერებს აღარ ხვდებიან.
ჩემპიონატის ახალი ლიდერი, ბათუმის “დინამო” ზუგდიდში ადგილობრივ კლუბს გაეჯიბრება. მასპინძლები ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის დადებით შედეგით დასრულებაც შეძლეს, თუმცა წყვილში აშკარა ფავორიტები ზღვისპირელები არიან, რომლებიც მეორე წრეში აშკარად გამოჩრეულები არიან.
ბათუმელებთან ერთად ლიდერობას გორის “დილაც” ინაწილებს, რომელიც უახლოეს მატჩს ზესტაფონში, ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ გამართავს. იმერლების მდგომარეობა კრიტიკული რომ არის ყველას მოეხსენება. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზესტაფონელებმა მეტოქეს რაიმე წინააღმდეგობა გაუწიონ. მიქაძის გუნდი გასულ ტურში ლანჩხუთში უშანსოდ დამარცხდა და დიდი ალბათობით “დილასთან” მატჩის ანალოგიურ სცენარს უნდა ველოდოთ.
ტური “დინამო არენაზე” გასამართი დერბით დასრულდება, სადაც “დინამო” “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლებს. წყვილში ცალსახა ფავორიტები მასპინძლები არიან, რადგან მიმდინარე სეზონში “ვეტერინარები” პირველ ლიგაში გავარდნის უმთავრესი კანიდატები არიან და ბოლო დროსაც წარუმატებლად ასპარეზობენ. “დინამო” კი გასულ ტურში დაკარგული ლიდერობის დასაბრუნებლად გაორმაგებული ენერგიით შეუტევს.
ტურის ყველა მატჩი
18.04 | 16:00 | შუქურა | -:- | კოლხეთი | დაწვრილებით | |||
18.04 | 16:00 | სიონი | -:- | მერანი | დაწვრილებით | |||
18.04 | 16:00 | ზუგდიდი | -:- | დინამო ბათუმი | დაწვრილებით | |||
19.04 | 16:00 | სამტრედია | -:- | მეტალურგი | დაწვრილებით | |||
19.04 | 16:00 | ჩიხურა | -:- | ცხინვალი | დაწვრილებით | |||
19.04 | 16:00 | ზესტაფონი | -:- | დილა | დაწვრილებით | |||
19.04 | 16:00 | დინამო თბილისი | -:- | ვიტ ჯორჯია | დაწვრილებით | |||
19.04 | 16:00 | გურია | -:- | ტორპედო | დაწვრილებით |