WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (241147) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

უმაღლესი ლიგა: მე-19 ტურის პრევიუ

თარიღი: მარტი 13, 2015

დღეს, უმაღლეს ლიგაში მორიგი, მე-19 ტური აიღებს სტარტს, რომელიც ქართველ გულშემატკივარს რამდენიმე საინტერესო შეხვედრას პირდება.

ერთ-ერთი პირველი მიხელ მესხის სათადარიგოზე გასამართი დაპირისპირებაა, სადაც ერთმანეთს გათამაშების ლიდერები, “ცხინვალი” და “სამტრედია” შეხვდებიან. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი პოზიცია და ერთი ქულაა. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მეორე ეტაპის დაწყებასთან ერთად “ცხინვალი” და “სამტრედია” ერთნაირი შედეგებით ასპარეზობენ. პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ორივე გუნდმა შემდეგი თამაშების მოგება შეძლო და გარდა ამისა თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის საგზურებიც მოიპოვა.

ქობულეთში, “ჩელე არენაზე” ადგილობრივი “შუქურა” “დინამო თბილისს” უმასპინძლებს. ბრაზილიური დესანტით გაძლიერებული ქობულეთელები უკანასკნელ ორ ტურში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, რაც სატურნირო ცხრილში მათ მდგომარეობაზეც დადებითად აისახა. იგივეს ვერ ვიტყვით “დინამოზე”, რომელიც კი იგებს, მაგრამ თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს. უმაღლეს ლიგაში ამ გუნდების შეხვედრების ისტორია მხოლოდ ერთ მატჩს მოიცავს, რომელიც მიმდინარე სეზონში “დინამო არენაზე” შედგა და მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით, 6:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “დინამოს” ვერ დაეხამრება კაპიტანი ნიკა ჭანტურია, რომლისთვის სეზონი უკვე დასრულებულია, თუმცა სავარაუდოდ თბილისურ კლუბს გიორგი პაპუნაშვილი დაუბრუნდება, რაც ძალიან დიდი ძალაა.

თბილისელთა მთავარი მდევარი, გორის “დილა” მომდევნო ტურის მატჩს საკუთარ მოედანზე, “ზუგდიდთან” გამართავს. გასავარდნი ზონიდან ამოსულმა ზუგდიდელებმა ორი გამარჯვების შემდეგ გასული ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე, ფოთის “კოლხეთთან” დათმეს. “დილა” კი ბათუმის თბილისის “დინამოებთან” წაგებული მატჩების შემდეგ ატარებს ამ შეხვედრას. გორელებს მთავარი შემტევი, ირაკლი მოდებაძე ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. დანაკლისი “ზუგდიდსაც” აქვს. მართალია, გუნდს ავთო ენდელაძე დაუბრუნდა, რომელმაც წინა ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, მაგრამ კვლავ სათუოა ირაკლი ქობალიას თამაში. მას ტრავმა გაუმიზეზდა და  ფოთელების წინააღმდეგაც ამავე მიზეზით ვერ ითამაშა.

 

ტურის ყველა მატჩი

13.03 15:00 ცხინვალი ცხინვალი -:- სამტრედია სამტრედია დაწვრილებით
13.03 15:00 მერანი მერანი -:- დინამო ბათუმი დინამო ბათუმი დაწვრილებით
13.03 15:00 ზესტაფონი ზესტაფონი -:- სიონი სიონი დაწვრილებით
14.03 15:00 ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია -:- ტორპედო ტორპედო დაწვრილებით
14.03 15:00 დილა დილა -:- ზუგდიდი ზუგდიდი დაწვრილებით
14.03 15:00 კოლხეთი კოლხეთი -:- გურია გურია დაწვრილებით
14.03 15:00 მეტალურგი მეტალურგი -:- ჩიხურა ჩიხურა დაწვრილებით
14.03 15:00 შუქურა შუქურა -:- დინამო თბილისი დინამო თბილისი დაწვრილებით

 



მსგავსი სიახლეები