“ვალენსიას” ფანი “ბარსელონას” კარში გატანილი გოლის შემდეგ დაიღუპა
5 დეკემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურში, “ვალენსიამ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.
მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება 86-ე წუთზე მოახერხეს – თავი სანტი მინამ გამოიჩინა. ამ გოლის შემდეგ, “ვალენსიას” 43 წლის გულშემატკივარს, რომელიც ტრიბუნაზე იმყოფებოდა, გულის შეტევა დაემართა. ის საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, თუმცა ვეღარ გადაარჩინეს.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა “ვალენსიამ”. კლუბმა დაღუპულის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.