ვან გაალი: „მანჩესტერ იუნატედს“ ჩემპიონობის შანსი ჯერ არ დაუკარგავს“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს ლუი ვან გაალს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მის გუნდს პრემიერლიგის მოგება შეუძლია.
„პირველ ოთხეულში ადგილისთვის კვლავ დიდი ბრძოლა მიდის. როდესაც 11 ტურის შემდეგ 13 ქულა გვქონდა, ყველა გვაკრიტიკებდა. მაშინ ისიც აღვნიშნე, რომ დასკვნები მათ მხოლოდ სეზონის ბოლოს უნდა გამოეტანათ.
ახლა გადამწყვეტი ნაწილის მოლოდინში ვართ. სამეულის ყველა გუნდთან მატჩები გველის. შეგვიძლია თუ არა ჩეპიონობაზე ფიქრი? მათემატიკურად ეს მართლა შესაძლებელია“, – განაცადა ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.