ვან გაალი: „მოურინიოს მსგავსად გამომიშვეს“ (ვიდეო)
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა „სტოკ სიტისთან“ პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩის წინ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ 64 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტის პრესკონფერენცია მხოლოდ 4 წუთი და 58 წამი გაგრძელდა. ამ დროში მან მხოლოდ ჟურნალისტთა ორ კითხვას უპასუხა, რის შემდეგაც დარბაზი დატოვა.
მოთამაშეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:
„ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც აქამდე იყო, ახალი არაფერია. ფილ ჯონსმა 90 წუთი ითამაშა და მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. ეს კარგის ნიშანია.
დარმიანს „ჩელსისთან“ 28 დეკემბერს დაბრუნება შეუძლია“.
შესაძლო გაშვებასთან დაკავშირებით:
„ამ უთახში არავინ ფიქრობს, რომ უნდა მომიბოდიშოს.
მოურინიოს მსგავსად გამომიშვეს, ამის შესახებ პრესაში წავიკითხე. გგონიათ, ჟურნალისტებთან საუბარი მსურს? აქ მხოლოდ პრემიერლიგის წესების გამო ვარ. თქვენთან საუბარი ამიტომ მიწევს. როდესაც რამეს ვამბობ, ამას თქვენს კონტექსტში იყენებთ.
მინდა ვთქვა, რომ ფეხბურთელების თავდაჯერებულობის მომატება მსურდა. ყველაფერი ამ კვირას გავაკეთე. ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბსაც შევხვდი. საშობაო ვახშამი მქონდა, რომელზეც სიტყვით გამოვედი. კარინგტონში ყველას სითბოსა და მხარდაჭერას ვგრძნობ.
ამჟამად საუკეთესო მდგომარეობაში არ ვართ. ოთხი კვირის წინ პირველ პოზიციას ვიკავებდით, რომელზეც დაბრუნება ოთხ კვირაში შეგვიძლია.
თქვენ ფაქტებს უდნდა დაეყრდნოთ. ალექს ფერგუსონი, დევიდ გილი და ედ ვუდვორდი იმიტომ მირეკავენ, რომ თქვენ რაღაცას იგონებთ. ეს კარგი არ არის. ახლა კი კითხვებზე უნდა გიპასუხოთ. არამგონია, ამის დიდი სურვილი მქონდეს.
„სტოკ სიტისთან“ მატჩზე ვფიქრობ. შობასა და ახალ წელს გილოცავთ. ღვინის სმითა და ნამცხვრების ჭამით ისიამოვნეთ“.