ვან გაალი: „შევეცდები, დე ხეა დარჩენაში დავარწმუნო“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა დავიდ დე ხეას ირგვლივ შექმნილი სიტუაციის შესახებ ისაუბრა. შეგახსებებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დე ხეას შეძენას მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ცდილობს.
„დე ხეა ესპანეთის ნაკრების მეკარეა. ის კვლავ კასილიასის შემდეგ მოდის, თუმცა ახლა მას ესპანურ კლუბში გადასვლის შანსი გაუჩნდა. მისი გერლფრენდი ასევე ესპანელია. მშობლებს შვილის თამაშის სანახავად თვეში რამდენიმეჯერ აქ ჩამოსვლა უწევთ, რაც ადვილი არ არის. დარწმუნებული არ ვარ, შევძლებ თუ არა მის აქ დარჩენაზე დათანხმებას.
„იუნაიტედის“ სასარგებლოდ ვერაფერს დავამატებ. ჩვენ ჩინებული გულშემატკივრები გვყავს და წასვლის შემთხვევაში, დავიდი ბევრს დაკარგავს. ორ დიდებულ კლუბს შორის ერთ-ერთის არჩევა ძალიან რთულია. თუ ის დარჩება, ძალიან ბედნიერები ვიქნებით“, – ციტირებს ვან გაალს ВВС.