ვან პერსიმ ვარჯიში დაიწყო
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა რობინ ვან პოერსიმ საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლა.
სავარაუდოდ, ჰოლანდიელი „მანჩესტერ სიტისთან“ ინგლისის პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩში თამაშს მოახერხებს. ცნობისთვის, მანჩესტერული დერბი 12 აპრილს „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა პრემიერლიგაში ბოლოს 21 თებერვალს „სუონსი სიტისთან“ მატჩში ითამაშა.