ვენგერი „ჩელსის“ დამარცხებას აპირებს
ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ჩელსისთან“ ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
„რამდენიმეჯერ „ჩელსის“ დამარცხებასთან ახლოს ვყოფილვართ. კვირის მატჩი თამაშის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. ახლა მოგებათა სერია გვაქვს, სახლში ვთამაშობთ და „ლურჯების“ დამარცხების შესაძლებლობა არსებობს. წინ ახალი გამოცდა გველის, რომელიც წარმატებით უნდა ჩავაბაროთ“, – განაცხადა „არსენალის“ დამრიგებელმა.