ვენგერი: „ჟირუ ნამდვილ ცხოველად იქცა“
ლონოდნის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გუნდის თავდამსხმელის ოლივიე ჟირუს პროგრესი აღნიშნა.
„ჟირუს ძალიან ძლიერი სხეული აქვს, ის ნამდვილი ცხოველია, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის მას ბევრი სერიოზული გამოწვევის მიღება დასჭირდა. ამავდროულად მან საკუთარი ტექნიკაც გააუმჯობესა. თუ ჩვენთან მოსულ ჟირუს დღევანდელ ჟირუსთან შეადარებთ, მიხვდებით, რომ მან ორჯერ მეტად მოუმატა“, – განაცხადა ფრანგმა.
შეგახსენებთ, რომ ოლივიე „არსენალში“ 2012 წელს გადაბარგდა.