ვიტ ჯორჯიამ ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი დაგეგმა
დღეიდან, საფეხბურთო კლუბი “ვიტ ჯორჯია” ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის იწყებს სამზადისს.
მზადებას შეუდგებიან შემდეგი ფეხბურთელები:
მეკარეები: ჯონი შეროზია, დანტე ჩალიგავა, ლევან ისერგიშვილი
მცველები: ბექა ასკილაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, ვაჟა მერაბიშვილი, გიორგი კალანდია, ლევან საბაძე, რევაზ ჩიტიშვილი, ბესო მურუსიძე, გოგა დანელია, გიორგი გიორგაძე, ლუკა თათხაშვილი
ნახევარმცველები: ბადრი დემეტრაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, ვანო კურდღელაშვილი, ირაკლი ღიბრაძე, ვალიკო გახარია, შოთა დავლაშელიძე, ერეკლე ლებანიძე
თავდამსხმელები: ერეკლე ხვისტანი, ელგუჯა ლობჯანიძე, ნიკოლოზ დადიანი, ლევან კუხალეიშვილი, მათე კვირკვია, კახა კახაბრიშვილი
გარდა ამისა ცნობილია სპარინგ- მატჩების განრიგი:
17.01.2015 – ვიტ ჯორჯია – მარკ სტარსი (მეორე ლიგა)
20.01.2015 – ვიტ ჯორჯია – დილა (გორი)
25.01.2015 – ვიტ ჯორჯია – დინამო (თბილისი)
28.01.2015 – ვიტ ჯორჯია – სიონი (ბოლნისი)
31.01.2015 – ვიტ ჯორჯია – ლიახვი (ცხინვალი) (მეორე ლიგა)
06.02.2015 – სარეზერვო დღე (მიმდინარეობს მოლაპარაკება სპარინგ პარტნიორთან)
12.02.2015 – ვიტ ჯორჯია – ჩიხურა (საჩხერე)
მეორე შემადგენლობის და გასინჯვაზე მყოფ ფეხბურთელებისთვის იგეგმება 4 ამხანაგური მატჩი.
იანვარში გუნდს შეუერთდებიან სინჯებზე მყოფი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთა კლუბში ჩარიცხვის საკითხი გადაწყდება ამხანაგური მატჩების შემდეგ. მათ ვინაობას კლუბი მოგვიანებით გააჟღერებს.