ზუგდიდმა თურქული შეკრება დაიწყო
საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“, ანტალიის საკურორტო ზონაში 13 დღიან მზადებას შეუდგა. ზუგდიდელები თურქეთში ავიარეისით, დღეს გამთენიისას ჩაფრინდნენ და სიდეში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ROYAL ATLANTIS“ – ში დაბინავდნენ. ბესიკ შეროზიამ, საკუთარი ფეხბურთელების მომზადება პირველივე დღიდან, ორჯერადი ვარჯიშებით დაიწყო და იგი, თურქულ შეკრებასაც ამ რეჟიმით დაასრულებს. ზუგდიდელები საკმაოდ გაფართოეუბული შემადგენლობით ჩავიდნენ მეზობელ ქვეყანაში და შეროზიამ, შეკრებაზე 25 ფეხბურთელი იახლა. აღსანიშნავია, რომ მან რამდენიმე ახალბედა ფეხბურთელი დააწინაურა და ერთიც ჭაბუკთა ლიგიდანაც გამოარჩია, თითოეულ მათგანს კი საკონტროლო მატჩებში თავის გამოჩენის შანსს მისცემს. თურქეთში მზადებას ზუგდიდელები, შემდეგი შემადგენლობით გადიან:
მეკარეები: ბობღიაშვილი, ივარდავა
მცველები: აკობია, რიგვავა, პაჭკორია, ღონღაძე, მაჩაიძე, მეგრელიშვილი, ნარმანია, კ.ახალაია
ნახევარმცველები: ტყემალაძე, კობერიძე, დ.ქირია, კუტალია, გუგუჩია,წურწუმია, ლომია, ფარჯიკია, ენდელაძე, ც.სამუშია
თავდამსხმელები: ქობალია, ეხვაია, კუკავა, ბულია, თუთბერიძე
ზუგდიდელ ფეხბურთელებს თურქეთში 4 ტესტ-მატჩი აქვთ დაგეგმილი და სავარაუდოდ, შესაძლებელია ამ განრიგს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა დაემატოს. შეგახსენებთ, რომ ადგილზე მომზადება ზუგდიდელებმა 29 იანვარს, საკონტროლო მატჩით დაასრულეს და მათ, „ბაიას“ ბაზაზე პირველლიგელი ხობის „კოლხეთი“, დიდი ანგარიშით 7:2 დაამარცხეს.
fczugdidi.ge