გიორგი ჩაკვეტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშებს!

ცნობილი ბელგიელი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი Twitter-ზე წერს, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ფრანგულ “მეცში” გააგრძელებს.
“მეცი” ჩაკვეს 1-წლიანი იჯარით წაიყვანს და გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
აღსანიშნავია, რომ “სლოვანიც” აქტიურად ცდილობდა მის შენარჩუნებას, მაგრამ გიორგი უკეთეს ადგილას მიდის.
ადგილზე ჩაკვეტაძეს მიქაუტაძე დახვდება, თუმცა, დიდი ალბათობით, ჟორჟი სულ მალე ახალ კლუბში გადავა.
🟤🇬🇪 Giorgi #Chakvetadze devrait changer d’air ! Le #FCMetz est parvenu à trouver un accord avec le #KAAGent dans le cadre d’un prêt avec option d’achat pour le milieu offensif géorgien qui devrait signer aujourd’hui sa convention de prêt jusqu’en fin de saison avec le club de… pic.twitter.com/dwkpUdJcAf
— Sacha Tavolieri (@sachatavolieri) July 10, 2023