ვილი სანიოლი: “ჩემთვის ესპანეთთან მომხდარი არ იყო შემთხვევითობა”

თარიღი: სექტემბერი 12, 2023

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გაიმართა.

ვილი სანიოლი: „ესპანეთთან თამაშზე საუბარი რთულია. დავმარცხდით და ამ მატჩში დავკარგეთ ყველაფერი, რამაც გასული 2 წლის განმავლობაში ძლიერ გუნდად გვაქცია. არ გვქონდა დისციპლინა, ბრძოლისუნარიანობა და გუნდური სულისკვეთება. შეცდომები იყო თამაშის გეგმაშიც და ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. შესაძლოა, ესპანეთთან 4-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა არ იყო მართებული და ზედმეტად ამბიციური გადაწყვეტილება იყო. ფეხბურთი სწორედ ამიტომაა შესანიშნავი სპორტი, რადგან წარმატების შემდეგ, ყოველთვისაა შემდეგი მატჩი, სადაც უნდა დაამტკიცო შენი შესაძლებლობები. როდესაც გაქვს დიდი იმედგაცრუება, როგორც ეს ესპანეთთან მოხდა, შემდეგ თამაშზე უნდა შეძლო ფოკუსირება.

ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ მიზეზების დასადგენად. ჩემთვის, ესპანეთთან მომხდარი არ იყო შემთხვევითობა. ეს ბოლო თვეების განმავლობაში დაგროვებული მცირე დეტალების შედეგია. ფეხბურთი არასდროს გაპატიებს, თუ 100 პროცენტს არ გაიღებ და დაგსჯის ამის გამო. შევთანხმდით იმაზე, თუ რა უნდა ვაჩვენოთ ნორვეგიის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, განსხვავებულ გუნდს იხილავთ.

უკმაყოფილო ვარ ბოლო 2-3 თამაშით, გასული 2 წლის განმავლობაში კი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუმცა ეს ნორმალურია. ფეხბურთში არის სირთულეები და ჩვენი საქმეა, ყოველთვის ვიპოვოთ გამოსავალი. ესპანეთთან მარცხი, რა თქმად უნდა, ძალიან მტკივნეული იყო, არა მხოლოდ ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს აღარ უნდა განმეორდეს. ვფიქრობ, რომ ნორვეგიასთან მატჩი შანსია ჩვენთვის. ახლა უნდა ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც 3 დღის წინ ვერ შევძელით. მჯერა, რომ ჩემი ფეხბურთელები ამას გააკეთებენ. თუ დავიბრუნებთ ჩვენს გუნდურ სულისკვეთებას, კვლავ რთული მეტოქეები ვიქნებით ოპონენტებისთვის. ეს წარმატების ერთადერთი გზაა”.

Nakrebi.ge



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რა გააკეთა პაატა ღუდუშაურმა, რამაც “ტორპედოს” ფანები განარისხა? (ვიდეო)

ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” 0-3 დაამარცხა. პაატა ღუდუშაურმა მე-3 გოლი გაიტანა და “ტორპედოს” ფანების წინ, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთი ოჯახი! ძმობა! როგორ დაიცვა ოსიმენმა კვარა (ვიდეო)

“უდინეზესთან” პენალტის დანიშვნის მომენტში კვარა წაიქცა და მასთან “უდინეზეს” მცველი უხეშად მივარდა. ეს ოსიმენმა დაინახა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: “კვარამ გარსიას პოსტი გადაურჩინა”

“ნაპოლიმ” “უდინეზე” 4-1 გაანადგურა და კვარამ საუკეთესოდ ითამაშა. გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიამ 7 თვის შემდეგ შეაგდო და გაგიჟდაა (ვიდეო)

კვარაცხელიამ ძალიან დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ “უდინეზეს” გაუტანა. ყველაფერი თვითონ შექმნა და შეასრულა. ⚽️🇮🇹 GOAL […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარგი ამბავი კვარასთვის – ლაურენტისმა პირადად მოსთხოვა გარსიას

ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას პირადად მოსთხოვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუი სერიოზულად დაფიქრდა – 15 მილიონი

იტალიური მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს “ალ-ნასრი” “ნაპოლის” მარცხენა მცველის, მარიო რუის დამატებით არის დაინტერესებული. რუის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჯი: “ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი რამე შეუძლია”

“იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, თუმცა უარყოფითად. “კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერ მარუშიჩი, ახლა იმრანი – “დინამოს” მორიგი ლიდერი გაექცა

1 წლის წინ სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ეროვნულ ლიგას დასცინა, “დინამოც” უნებართვოდ დატოვა, როცა კონტრაქტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” კვარას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზად არის “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ხვიჩას ფული არ აინტერესებს, მხოლოდ თამაში უნდა”

იტალიურ პრესაში კვლავ აქტიურად განიხილავენ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას დამოკიდებულებას ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. ჯერ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: გარსიამ ხვიჩას აჩვენა, თუ ვინ არის ბოსი

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ “ბრაგას” წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან 66-ე წუთზე გაიყვანა, მიუხედავად იმი...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბოლოოდ – რა ხდება კვარას კონტრაქტზე?

უკვე რამდენიმე თვეზე მეტია იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს და 1.2 მილიონი ევროდან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად არის ნეიმარი? თომა ტაბატაძემ “ალ ჰილალს” გაუტანა (ვიდეო)

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარის “ალ ჰილალი” თომა ტაბატაძის “ნავბაჰორს” ეთამაშება. ნეიმარის მხარდამხარ მიტროვიჩი და მალკომიც [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: ცნობილია მიზეზი, თუ რატომ “აღარ” თამაშობენ კვარა და ოსიმენი

იტალიური მედია აქტიურად განიხილავს “ნაპოლის” წარუმატებლად დაწყებულ სეზონს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ახალ მწვრთნელს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთათელაძე რუსეთში დაბრუნდა და გაგნიძის “დინამოს” ქუსლით გაუტანა (ვიდეო)

ნიკოლოზ ქუთათელაძე “როდეზიდან” რუსულ “პარიში” დაბრუნდა, სადაც 82-ე წუთზე მოედანზე შევიდა და 88-ე წუთზე ქუსლით […]...
წაკითხვა