მერაბ მეტრეველი: “ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც გუნდს ავალებს 2-ზე მეტი გოლი არ გაუშვათო”

თარიღი: სექტემბერი 14, 2023

ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრებზე დაწერა.

მეტრეველი: “სანიოლი სასწრაფოდ გასაშვებია და კობიაშვილი – მოსაშორებელი.

წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბრალტართან მატჩის მერე ვაკრიტიკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანხმებოდა, ერთა ლიგაზე კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?.

არადა უკვე მაშინ ჩანდა, რომ ერთა ლიგაზე კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველაფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგგონია, რომ ესპანეთს, ან ნორვებიას უნდა მოვუგოთ, გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო კვარა და მამარდა გვყავს ნორმლაურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ ძველი სიმღერები.

თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთელებს გალანძღავ, ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს, აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან, რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვევო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუბარი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს გგონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი, არადა სწორედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი გოლი გაგვიტანა, ხოლო როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეთ და ამ მცირე დროში სამი, თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო? სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოვს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ… ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ყავთ? ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნოლს, რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო? (თავად სანიოლმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო.)

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამარცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფრინავთ ცაში. ხარისხში კი პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ ერთა ლიგაზეც იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში ერთა ლიგის ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მიწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. „ოცნების “ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი ჯგუფში”, – დაწერა მეტრეველმა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რა გააკეთა პაატა ღუდუშაურმა, რამაც “ტორპედოს” ფანები განარისხა? (ვიდეო)

ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” 0-3 დაამარცხა. პაატა ღუდუშაურმა მე-3 გოლი გაიტანა და “ტორპედოს” ფანების წინ, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთი ოჯახი! ძმობა! როგორ დაიცვა ოსიმენმა კვარა (ვიდეო)

“უდინეზესთან” პენალტის დანიშვნის მომენტში კვარა წაიქცა და მასთან “უდინეზეს” მცველი უხეშად მივარდა. ეს ოსიმენმა დაინახა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: “კვარამ გარსიას პოსტი გადაურჩინა”

“ნაპოლიმ” “უდინეზე” 4-1 გაანადგურა და კვარამ საუკეთესოდ ითამაშა. გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიამ 7 თვის შემდეგ შეაგდო და გაგიჟდაა (ვიდეო)

კვარაცხელიამ ძალიან დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ “უდინეზეს” გაუტანა. ყველაფერი თვითონ შექმნა და შეასრულა. ⚽️🇮🇹 GOAL […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარგი ამბავი კვარასთვის – ლაურენტისმა პირადად მოსთხოვა გარსიას

ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას პირადად მოსთხოვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუი სერიოზულად დაფიქრდა – 15 მილიონი

იტალიური მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს “ალ-ნასრი” “ნაპოლის” მარცხენა მცველის, მარიო რუის დამატებით არის დაინტერესებული. რუის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჯი: “ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი რამე შეუძლია”

“იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, თუმცა უარყოფითად. “კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერ მარუშიჩი, ახლა იმრანი – “დინამოს” მორიგი ლიდერი გაექცა

1 წლის წინ სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ეროვნულ ლიგას დასცინა, “დინამოც” უნებართვოდ დატოვა, როცა კონტრაქტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” კვარას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზად არის “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ხვიჩას ფული არ აინტერესებს, მხოლოდ თამაში უნდა”

იტალიურ პრესაში კვლავ აქტიურად განიხილავენ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას დამოკიდებულებას ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. ჯერ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: გარსიამ ხვიჩას აჩვენა, თუ ვინ არის ბოსი

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ “ბრაგას” წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან 66-ე წუთზე გაიყვანა, მიუხედავად იმი...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბოლოოდ – რა ხდება კვარას კონტრაქტზე?

უკვე რამდენიმე თვეზე მეტია იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს და 1.2 მილიონი ევროდან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად არის ნეიმარი? თომა ტაბატაძემ “ალ ჰილალს” გაუტანა (ვიდეო)

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარის “ალ ჰილალი” თომა ტაბატაძის “ნავბაჰორს” ეთამაშება. ნეიმარის მხარდამხარ მიტროვიჩი და მალკომიც [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: ცნობილია მიზეზი, თუ რატომ “აღარ” თამაშობენ კვარა და ოსიმენი

იტალიური მედია აქტიურად განიხილავს “ნაპოლის” წარუმატებლად დაწყებულ სეზონს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ახალ მწვრთნელს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთათელაძე რუსეთში დაბრუნდა და გაგნიძის “დინამოს” ქუსლით გაუტანა (ვიდეო)

ნიკოლოზ ქუთათელაძე “როდეზიდან” რუსულ “პარიში” დაბრუნდა, სადაც 82-ე წუთზე მოედანზე შევიდა და 88-ე წუთზე ქუსლით […]...
წაკითხვა