რა ცვლილებები უნდა გააკეთოს სანიოლიმ? მამარდა და თავდასხმა რჩება!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ ნორვეგიასთან მატჩისთვის რამდენიმე ცვლილება უნდა განახორციელოს.
მეკარე ხელშეუხებელია და მამარდა ნორვეგიასთანაც იქნება.
გიორგი გოჩოლეიშვილის სუსტი თამაშის ფონზე, ოთარ კაკაბაძე, რომ განაცხადში ყოფილიყო, სანიოლი კაკაბაძეს დააყენებდა, მაგრამ გოჩოლეიშვილის შემცვლელად ახლა ლობჟანიძე და მამუჩაშვილი არიან. ორივესთვის ეს პოზიცია ნაცნობია, თუმცა, ძირითადად, უფრო წინ თამაშობენ. ლობჟანიძე ვინგერადაც სუსტად გამოიყურებოდა და მისი უკან დაწევა ნაკლებად სავარაუდოა. დიდი ალბათობით, გოჩოლა კვლავ დარჩება ან მას მამუჩაშვილი ჩაანაცვლებს.
მოსალოდნელია, რომ ნაკრები კვლავ 3 მცველიან ტაკტიკაზე გადავა და კვირკველიას საზონოვი შეცვლის. მოედანზე ლიდერია საჭირო და კაშიას ამ როლის შესრულებას, სხვა ნაკლებად შეძლებს. მესამე მცველად დვალს ველოდებით. მარცხენა მცველი კვლავ აზაროვი იქნება.
აბურჯანია და გაგნიძე სკამზე გადაინაცვლებენ, მათ ნაცვლად კი ქოჩორაშვილი და მექვაბიშვილი გამოვლენ. ლობჟანიძე – დავითაშვილით. ჩაკვე სკამიდან.
კვარაცხელია და მიქაუტაძე ვილისთვის შეუცვლელი ფიგურები არიან. თამასიდან გამომდინარე, ბუდუ მეორე ტაიმში შემოვა.