რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ”

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა.
კომენტარებში, დოლიძემ დამატებით დაწერა:
ვიდეო სხვადასხვა ინტერპრეტაციით რომ არ გავრცელდეს აქვე დავურთავ:
შენიშვნა ზოგჯერ შეიძლება იყოს, უადგილო, უმიზეზო, უსამართლოც კი, რამაც თავისთავად შეიძლება გული გვატკინოს
მაგრამ ხშირად ჩვენი რეაქცია, სიტყვა და საქციელი ჩვენს შინაგან კულტურაზეც მეტყველებს.
ყველას აქვს უფლება ჩაიცვას და გამოიყურებოდეს ისე როგორც მას
სურს, მაგრამ ამ შინაგანმა თავისუფლებამ არ უნდა გაიაროს, არცერთი მხარის და მით უფროსი თაობის უპატივცემულობაზე!
კარგად მესმის, რომ მე არ ვაკეთებ “ პოპულარულ” განცხადებას, მაგრამ ეს უკანასკნელი ნაკლებად მაინტერესებს, რადგან ყოველთვის ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ და რისიც მჯერა.
როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ოპონენტის აზრი, საშინლად არ მომწონს საუბრის ის ტონი და ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ!
და დიახ! არ მინდა, ჩემი შვილი ასე იქცეოდეს.”