საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა ნამდვილად არ აქვთ.
როგორც იტალიურ და ნიდერლანდულ პრესაში წერენ, “ნაპოლის” მწვრთნელ რუდი გარსიასთან პრეზიდენტ ლაურენტისს მკაცრი საუბარი ჰქონდა და შედეგების გამოსწორება მოსთხოვა. ლაურენტისის აზრით, “ნაპოლი” ფერარია და თუ რუდი საქმეს ვერ გამოასწორებს ოქტომბრის ბოლომდე, წასვლა მოუწევს.
თავის მხრივ, “აიაქსი” საერთოდ გასავარდნ ზონაშია და მორის სტეინს ბოლო შანსი მისცეს. საერთაშორისო პაუზის შემდეგ, მომდევნო მატჩში თუ ამსტერდამელები გამარჯვებას ვერ მიაღწევენ, გაუშვებენ. ასევე, ახალწვეულების მეტი გამოყენებისკენ მიუთითეს, მათ შორის, მიქაუტაძის.
კვარა და ჟორჟი ნაკრებში არიან გამოძახებულნი და ნაკრებში შეუძლიათ იმის ჩვენება, თუ რა დონის ფეხბურთელები არიან.