ბადრი კვარაცხელია: “კვარას ხელფასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს”
ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ “ნაპოლისთან” ურთიერთობაზე ისაუბრა.
“მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩემ ოჯახს ხვიჩას ხელფასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს. მე მთვარეზე ვარ მისი სკუდეტოს მოგების გამო და იმ ფაქტი, რომ ასეთ გუნდში თამაშობს”
“მინდა მადლობა გადავუხადო “ნაპოლის” მენეჯმენტს, რომ ჩემ შვილს შანსი მისცეს სერია A-ს ვარსკვლავი გამხდარიყო. ნეაპოლის ყველა მცხოვრებს მადლობას ვუხდი მათ მიერ გამოხატული სიყვარულის გამო. ისე ვართ, თითქოს თბილისში ვიყოთ”
“კვარას ხელფასთან მიმართებით რაიმე პრობლემა არ აქვს. არასდროს გვიმსჯელია მსგავს საკითხზე, ფეხბურთი ყოველთვის წინაა ფულზე. არ სურს კლუბის შეცვლა და 100%-ით “ნაპოლიზეა” კონცეტრირებული. ჩემი შვილი მაგრად მუშაობს და დაიმსახურა, რომ 30 საუკეთესო ფეხბურთელში მოხვდა” – განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.