ბათუმის “დინამოს” გორის “დილადან” ყველაფერი საუკეთესო მიაქვს
ძალიან დიდი ალბათობით ბათუმის “დინამოს” გორის “დილას” უკრაინელი მთავარი მწვრთნელი, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს.
“დინამო” და დემჩენკო ახლა კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 1-2 წელიწადში “დინამომ” “დილას” საუკეთესო ფეხბურთელები წაართვა.
ირაკლი ბიძინაშვილი გორელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო და ბათუმში აღმოჩნდა. გორის “დილას” აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ჯოხაძის განცხადებით, ირაკლი ბიძინაშვილს საქართველოს პირობაზე საკმაოდ კარგი ანაზღაურება შესთავაზეს, მაგრამ ბათუმის “დინამო” 2-ჯერ მეტს დაპირდა.
თორნიკე კაპანაძემ 28 მატჩში 9 გოლი გაიტანა 2022 წლის სეზონში და გეგუჩაძემ მაშინვე “დინამოში” წაიყვანა, ასევე, პაატა ღუდუშაურიც.
“შუქურადან” წასვლის შემდეგ ცოტნე ფაცაცია “დილაში” მიდიოდა, თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო და ბოლოს ბათუმში აღმოჩნდა.
ახლა კი მთავარი მწვრთნელიც…