ვაისი: “აგენტს ჩაკვეტაძეზე ძალიან დიდი გავლენა აქვს, მოგვატყუეს”
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ამჟამად “სლოვანის” თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.
“მასზე მის აგენტს და მის კიდევ ერთ მეგობარს, ასევე აგენტს, ძალიან დიდი გავლენა აქვს. ჩაკვეტაძე იძულებული შეიქმნა “უოტფორდში” გადასულიყო. “გენტსაც” სურდა უკეთეს ლიგაში ეთამაშა. ჩვენ მას დავეხმარეთ და ახლა ხელცარიელები დავრჩით”
“ტრანსფერის შემთხვევაში, ფულის ნაწილი დაგვიბრუნდება. “გენტი” მისით სპეკულირებს, აგენტიც სპეკულირებს. სამწუხაროა, რომ მანაც მოგვატყუა ცოტა. ყველაფერი არ გააკეთეს, რომ გუნდში დარჩენილიყო”
“შემადგენლობაში ყველაზე მეტად გიორგი დამაკლდება. ის იყო კავშირი დაცვასა და თავდასხმას შორის. ბევრი გოლი არ გაჰქონდა, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტებში იღებდა მონაწილეობას”
სლოვაკური პრესა აღნიშნავს, რომ “სლოვანს” ქართველის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო მოსთხოვეს, როცა “უოტფორდს” 1 წლის შემდეგ ყიდვა 2 მილიონად შეეძლება.