ის, რაზეც მთელი იტალია გაოგნდა! – კვარა, ჯუღელი, ოსიმენი, ლაურენტისი
იტალიური მედიის ინფორმაციით, სულ რამდენიმე დღეში ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” ახალ კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს. მართალია, ეს ორჯერ მეტია დღევანდელ ხელფასზე, მაგრამ თითქმის 3-ჯერ ნაკლები ექნება ვიქტორ ოსიმენთან შედარებით.
“ნაპოლი” ოსიმენს 7 მილიონ ევროს გადაუხდის, ზელინსკისა და ლოზანოს კი 4-4.5 მილიონ ევროს. ამ ფონზე, კვარას ანაზღაურება ზედმეტად უსამართლო მოჩანს.
თან, ნეაპოლელთა პრეზიდენტმა, დე ლაურენტისმა საბოლოო გადაწყვეტილება ხელფასის გაზრდაზე “ნიუკასლის” ინტერესის შემდეგ მიიღო, რომელიც მზად იყო 90 მილიონზე მეტი გადაეხადა და თვითონ ხვიჩასთვის, წელიწადში 8 მილიონზე მეტი მიეცა ბონუსების გარეშე.
რამდენიმე ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა განცხადებაც გააკეთა, რომ ეს ყველაფერი კვარაცხელიას დაცინვაა და მის მიმართ არასწორი მიდგომა.
არადა, ჯუღელსა და ლაურენტისს ერთმანეთთან მშვენიერი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ და არამგონია, თვითონ პრეზიდენტიც ვერ ხვდებოდეს კვარაცხელიას რეალურ ფასს…