მერაბ მეტრეველი: “სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვა… აგერ, სპალეტია უმუშევარი”

თარიღი: ივნისი 21, 2023

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი შოტლანდიასთან წაგებას აფასებს და ვილი სანიოლის გათავისუფლების მომხრეა.

“რატომ არის სანიოლი გასაშვები?

გასაგებია, რომ ჯერ საქართვლეოს ისევ არ ჰყავს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი, რომ შოტლანდიას და მსგავს გუნდებს უფრო მეტი ფეხბურთელი ყავთ კარგ ჩემპიონატებში და ა. შ. ბევრი რამეა გასაგები, მაგრამ აქ მთავარი კითხვა სხვაა: შეგვიძლია თუ არა ამ ფეხბურთელებით უკეთესი გუნდის გაკეთება, ვიდრე დღეს გვყყავს და უკეთესად თამაში? (თორემ შოტლანდიისთვის აქმდე ორჯერ მოგვიგია.)
მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია და ამიტომ ვაკრიტიკებთ სანიოლს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მივყვეთ კონკრეტულად:

1) სტრატეგია: ბევრს გონია, რომ საქართველომ, რადგან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ გვყავს, გასვლით შეხვედრებზე ძლიერ გუნდებთან სულ დაცვაზე ორიენტირებული შემადგენლობა უნდა დააყენოს, არადა დაცვით შემდაგენლობას მაშინ აქვს აზრი, თუ გუნდმა დაცვაში თამაში იცის და გოლს არ უშვებს. საქართველომ კი დაცვაში თამაში არ იცის და არც არასდროს იცოდა. როცა მეტოქეს ბურთს ვუთმობთ, გოლს ყველა შემთხვევაში ვუშვებთ, 11 მცველიც რომ გვყავდეს მოედანზე, დაცვაა არაა ჩვენი საქმე: ამიტომ საქართველო უნდა თამაშობდეს ერთი სტრატეგიით: საუკეთესო თავდაცვა შეტევაა. არ გამოგვდის დაცვიდან თამაში და გვჭირდება ისეთი მწვრთნელი, ვინც იმას გვათამაშებს, რაც გამოგვდის.

ასევე ბევრს გონია, რომ კარგმა მწვრთნელმა ყველა კარგი ფებურთელი ერთბაშად არ უნდა გაიყვანოს მოედანზე და რამდენიმე კოზირი „სახელოში“ უნდა ქონდეს დამალული, რომ მერე თამაში გააძლიეროს. ამაში არის ლოგიკა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში აქაც იგვე პრობლემაა: სანამ ამ კოზირების გამოყენებამდე მივა საქმე, როგორც წესი, მანამდე იმდენი გოლი გვაქვს გაშვებული, რომ მატჩის ბოლო 15 წუთი კარგი თამაში აღარ გვყოფნის. (კვიპროსთან იყო გამონაკლისი, რადგან საოცრად გავიმართლა და ორჯერ ხარიხას გაარტყეს, თორემ ის ორივე გოლი რომ გასულიყო, ზურიკოს და ლობჟანას ბოლოში შემოყვანა როგორ გვიშველიდა კი ვნახავდით), ამიტომ ჩვენს ნაკრებს სჭირდება ტაქტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ყველა საუკეთესო პირველივე წუთიდან გვყავდეს მოედანზე.
შესაბამისად, ჩემი როგორც რიგითი გულშემატრკივრის აზრით, სანიოლის სტრატეგია ამ მატჩებისთვის იყო მცდარი

2) ტაქტიკა და შემადგენლობა: მცდარმა სტრატეგიამ მცდარი და არასწორი ტაქტიკის და შემადგენლობის შერჩევამდე მიიყვანა მწვრთნელი. მან რატომღაც პირდაპირ შოტლანდიაში გადაწყვიტა სპალეტის საყვარელი ტაქტიკა 4-3-3 ეცადა.

თავიდან შემადგენლობა რომ ვნახეთ, ბევრი დაიბნა, რა ტაქტიკით აპირებდა მწვრთელი თამაშს, მაგრამ იმ წვიმაში და ტყლაპოში რისი გარჩევაც შეიძლებოდა, იმის მიხედვით, ასე იდგნენ ფეხბურთელები: დაცვა: მარჯვივ – კაკაბაძე, ცენტრში – კაშია და კვირკველია და მარცხნივ – დვალი. ნახევარდაცვაში სამი საყრდენი: კვეკვევსკირი, გაგანიძე და კიტეიშვილი და სამი შემტევი: მარცხნივ კვარა, მარჯვნივ ლობჟანა და ცენტრში მიქაუტაძე.

სრულიად გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ბატონმა ვილიმ შოტლანდიაში ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება. აქამდე გუნდს 3-5-2 ტაქტიკით, ან 3-4-3 ით ათამაშებდა ხოლმე. სამი ცენტრალური მცველი თითქოს დაცვის მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ნორვეგიასთან თამაშის ბოლოს 4-4-2 მოსინჯა და ამანაც გააამრთლა და ახლა ეს 4-3-3 საიდან მოიტანა? საბოლოოდ კი ყველაზე დიდი პრობლემა მარცხენა მცველად დვალის დაყენება აღმოჩნდა. ამან ჩვენს თამაშსს გამოსუწორებელი დაღი დაასვა და აი რატომ:

ერთი მხრივ მესმის რატომ შეაჩერა მასზე არჩევანი სანიოლმა და არა აზაროვზე, რადგან უნდოდა მოედანზე რაც შეიძლება მეტი ტანმაღალი მცველი ყოლოდა, რომ შოტლანდიელებს სტანდარტულებიდან არ გაელაღათ. (თუმცა ამან ვერ გვიშველა და პირველი გოლი მაინც სტანდარტულიდან მივიღეთ), მაგრამ შეტევაში სრულად ჩავარდა მარცხენა ფლანგი. დვალი ცენტრალური მცველია და თუ ასე უნდოდა ბევრი მაღალი ყოლოდა მოედანზე, ეთამაშა სამი ცენტრალური მცველით და ფლანგზე აზაროვი დაეყენებინა?

ის რომ ფლანგზე დვალი იდგა და მას იერიშებში ჩართვა არ ეხერხება, ამან შედეგად კვარაცხელიას პასიურობა მოიტანა. კომენტატორებიც გაოცებულები კითხულობდნენ პირველ ტაიმში, კავრაცხელიას პასს რატომ არ აძლევენო? არ აძლევდნენ კი არა, ვერ აძლევდნენ. დვალი შეტევაში ვერ ერთვებოდა აქტიურად და კვარაცხელიამდე ვის უნდა მიეტანა ბურთი? რადგან დვალი შეტევაში პასიურობდა, შეტევა უფრო მეტად მარჯვენა ფლანგიდან იწყებოდა. იქ კაკაბაძე იდგა, რომელსაც შეტევაში ჩართვები მეტად ეხერხება და შედეგად ბურთი იყო უფრო მარჯვნივ და ცენტრში, ვიდრე მარცხნივ. როდის ათამაშდა კავარცხელია? როდესაც დვალი გავიყვანეთ და გოჩოლეიშვილი შემოვიყვანეთ. გოჩო წინ აქტიურად წავიდა და კვარცხელიასთან ბურთიც უფრო ხშირად აღმოჩნდა. ანუ მწვრთნელის ამ ერთმა მცდარმა გადაწყვეტილებამ ჩვენი საუკეთესო ფებურთელი მატჩის დიდი ხნის განმავლობაში უფუნქციოდ დატოვა. ეს იყო მწვრთნელის ყველაზე დიდი შეცდომა.

რაც შეეხება ნახევარდაცვას: მიუხედავად იმისა რომ რამდენჯერმე შეცდა, საერთო ჯამში გაგნიძემ კარგად ითამაშა და კიტეიშვილთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა ჩვენ გუნდში. კვეკვესკირი კი ისევ ვერაფრით გამოირჩა. რატომ არ შეიძლებოდა კვეკვესკირის ადგილზე დამდგარიყო გაგნიძე და იქ სადაც გაგნიძე იდგა, თავიდანვე ეთამაშა ზურიკო დავითაშვილს? ასე ხომ ჩვენი ნახევრდაცვა უფრო მობილური და მოძრავი იქნებოდა? მერე როცა ზურიკო გამოვიდა, უკვე ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა.

არასწორმა სტრატეგიამ და არასწორად შერჩეულმა შემადგენლობამ მიგვიყვანა ცუდ თამაშამდე, უფრო სწორად უსუსურ თამაშამდე, რაც ყველაზე მეტადაა გულდასაწყვეტი, თორემ გლაზგოში წაგებით, ვის არ წაუგია?

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სანიოლმა ვერაფრით მოახერხა ჩვენი გუნდისთვის პრესინგი ესწავლებინა, არადა პრესინგის გარეშე დღეს ფეხბურთს აღარავინ თამაშობს. ჰოდა, მარტივი კითხვაა: რა სარგებლობას ველით მწვრთნელისგან, ვინც გუნდს ამდენი ხნის განმავლობაში პრესინგის თამაში ვერ ასწავლა?

P. S. თუ ფედერაცია სანიოლს ახლავე ვერ გაუშვებს, მაშინ კონკრეტული პირობა მაინც უნდა წაუყენოს; არა ჯგუფში მეორეზე ან მესამეზე გასვლა, არამედ უფრო კონკრეტული: თუ ამ შესარჩევი ციკლის ბოლოს ნაკრებს არ ეცოდინება პრესინგის თამაში, როგორც თანამედროვე გუნდს, მაშინ წავა და ერთა ლიგის თამაშებისთვის გუნდს ახალი მწვრთნელი მოამზადებს (აგერ სპალეტი უმუშევარია.
სხვა შემთხვევში ჩვენ ერთა ლიგიდანაც ვერ გავალთ” – დაწერა მეტრეველმა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა