0-დან 618-მდე: ყველაზე უცნაური ნომრები ფეხბურთის ისტორიაში (პირველი ნაწილი)
საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დასამახსოვრებელი არა მხოლოდ საკუთარი თამაშით, არამედ მაისურზე გამოსახული უცნაური ნომრითაც გახდა.
ჰიშამ ზერუალი, “აბერდინი” – # 0
შოტლანდიური “აბერდინის” გულშემატკივრები მოროკოელ ჰიშამ ზერუალის საკუთარი კლუბის ლეგენდად თვლიან. ბრიტანეთში ჩასვლისთანავე მას გვარის გამო “ზერო” შეარქვეს. ფეხბურთელი ამას იუმორით შეხვდა და ორიგინალური ნომერიც აირჩია. სამწუხაროდ, 2004 წელს ზერუალი ავტოკატასფროფაში გარდაცივალა. “აბერდინმა” საკუთარ კლუბში 0-ნომრიანი მაისურის ტარების უფლება აღარავის მისცა, რასაც შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაციაც გამოეხმაურა და მსგავსი ნომრის არჩევა საერთოდ აკრძალა.
ემირ სპაჰიჩი, “ტორეპდო” – # 1
ბოსნიელი მცველი რუსეთში ექსტრავაგანტული ვარცხნილობის გარდა სათამაშო ნომრითაც გამოირჩეოდა. სპაჰიჩი პირველი მინდვრის მოთამაშე გახდა, რომელმაც რუსეთის ლიგაში 1-ნომრიანი მაისურით ითამაშა. თუმცა, “ტორპედოდან” წასვლის შემდეგ სპაჰიჩს ორიგინალურობაც მობეზრდა და სხვა კლუბებში “პირველობის” პრეტენზია აღარ ჰქონია.
დევიდ ბექჰემი, “რეალი”, “ლოს-ანჯელეს გელექსი” – #23
“მანჩსტერ იუნაიტედში” თამაშის დროს ბექჰემის საყვარელი ნომერი 7 იყო, თუმცა “რეალში” გადაბარეგების შემდეგ მას სხვა ნომერი უნდა აერჩია. მადრიდულ კლუბში ხომ 7-ანი რაულს ეკუთვნოდა. ინგლისელმა არჩევანი 23-ზე შეაჩერა და მაგალითად “ჩიკაგო ბულსის” კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანი მოიყვანა, რაც ცოტა არ იყოს არაორდინალურია ფეხბურთელისთვის.
ივან სამორანო, “ინტერი” – # 1+8
ჩილეს ისტორიაში ერთ-ერთი ყევლაზე ვარსკვლავური ფორვარდი 1996 წლამდე “რეალის” ღირსებას 9 ნომრით იცავდა და “ინტერში” გადასვლის შემდეგაც საყვარელი ნომერი აირჩია. თუმცა, მომდევნო სეზონში მილანურ კლუბში გადმოსულმა რონალდომაც 9-ნომრიანი მაისურა მოითხოვა. სამორანო ნომერი დათმო, თვითონ კი მცირე ეშმაკობას მიმართა და 1+8-ზე გადავიდა, რაზეც იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ თანხმობა განაცხადა.
ნიკლას ბენდტნერი, “არსენალი” – # 52
ლორდ ბენდტნერს ინგლისში თავის დამკვიდრებას და გამოჩენა ნებისმიერი ხერხით სურდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან, საფეხბურთო ასპექტში ამის გაკეთება ვერ მოახერხა. დანიელმა “არსენალში” თავდაპირველად 26 ნომრით თამაშობდა, თუმცა შემდეგ 52 აიღო და ეს საკმაოდ უცნაურადაც ახსნა. მისი აზრით, ნომრის ორჯერ გაზრდით მისი შედეგიანობაც გაიზრდებოდა…