1/8 ფინალების პირველი ნაწილი დღეს დასრულდება
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური დაპირისპირებების პირველი რაუნდი დღეს, ლონდონსა და ლევერკუზენში გასამართი შეხვედრებით დასრულება.
ლევერკუზენი – ატლეტიკო
ჯგუფურ ეტაპზე “ბაიერი” ერთ-ერთი პირველი იყო იმ გუნდებს შორის, რომლებმაც პლეი-ოფის საგზური გაინაღდეს. თუმცა, ახლა რობერტ შმიდტის გუნდის საქმეები გაუარსედა. ბუნდესლიგის განახლების შემდეგ “ფარმაცეფტებმა” ხუთიდან მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს და მეექვსე ადგილზე აღმოჩნდნენ. შმიდტი მდგომარეობის გამოსასწორებლად გუნდის ტაქტიკურ მონახაზში ცვლილებები შაქვს. მაგალითად, “აუგსბურგთან” გამართულ მატჩში ლევერკუზენელებმა 4-4-2-ს მიმართეს. “ატლეტიკოსთან” გუნდს ტრავმირებული ბენდერი და დაისკვალიფიცირებული ტოპრაკი ვერ დაეხმარებიან. ასე რომ, წარუამტებელი სერიის დასრულება იოლი საქმე არ იქნება.
მადრიდელების მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, თუმცა კადრების მხრივ სიმეონეს მეტოქეზე მეტი პრობლემა აქვს. გამორცხიულია კოკეს თამაში, ხოლო არდა თურანის მოედანზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლევერკუზენი: ლენო – კასტრო, სპაჰიჩი, პაპადოპულოსი, ვენდელი – რაინარტცი, როლფესი – ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონ ჰინ მინი – დრმიჩი
ატლეტიკო: მოია – ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, სიკეირა – საული, გაბი, ტიაგუ, რაულ გარსია – გრიზმანი, მანჯუკიჩი
არსენალი – მონაკო
“არსენალს” ბოლო წლებში პლეი-ოფში საკმაოდ არ უმართლებდა. არსენ ვენგერის გუნდი ყოველთვის გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტს ხვდებოდა და ტურნირსაც ეთიშებოდა. “მონაკოსთან” შეხვედრა ამ ტრადიციის დავიწყების შესანიშნავი შესაძლებლობაა.
ლონდონელები მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდებიან. მოთამაშეთა ნაწილი ჯერ კიდევ მკურნალობს (რემსი, არტეტა, დებიუში), დანარჩენები კი ნელ-ნელა ახერხებენ ფორმაში შესვლას (უოლკოტი, უილშირი). შემადგენლობის მხრივ ყველაზე მეტი კითხვა “არსენალის” შუა ხაზთან დაკავშირებით ჩნდება, სადაც ვენგერს ორი ალტერნატივა აქვს – კოკელენი – კასორლას დუეტი, ან მათ დასახმარებლად სასტარტოში დამატებული ტომაშ როსიცკი.
ცოტა ხნის წინ “მონაკო” წყვილში ფავორიტადაც კი ჩაითვლებოდა, თუმცა ამჟამად ლეონარდო ჟარდიმის გუნდს შემადგენლობის მხრივ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს. დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ნახევარდაცვის ლიდერი ტულალანი გამოტოვებს. მოთამაშეთა მთელი რიგი კი საკუთარ გუნდს ტრავმები გამო ვერ დაეხმარებიან.
სავარაუდო შემადგენლობები:
არსენალი: ოსპინა – ჩემბერსი, მერტეზაკერი, კოსიელნი, მონრეალი – კოკელენი, კასორლა – უელბეკი, ოზილი, სანჩესი – ჟირუ
მონაკო: სუბაშიჩი – ფაბინიო, უოლესი, აბდენური, კურზავა – ჟოაუ მოუტინიო, კონდოგბია, ბერნარდუ სილვა – დირარი, ბერბატოვი, ფერეირა კარასკო