1 ოქრო, 2 ბრინჯაო – ქართველთა წარმატებული დღე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (ვიდეო)
31 ივლისს, იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის საქართველოს ნაკრებმა ხუთი წონიდან სამში მედლის მოპოვება შეძლეს.
87 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი თემურ ჭკუასელი გახდა. ქართველმა მოჭიდავემ ფინალში უნგრელ ალექს გერგო სზოკეს 7:1 სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
63 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ლერი აბულაძე, რომელმაც მესამე ადგილისათვის შეხვედრაში რუსეთის ნაკრების წევრი ემილ ზიგანშინი 6:2 დაამარცხა. ბრინჯაოს მედალს დაეუფლა რუსთაველი ბექა გურული (77) – მან გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი დმიტრო ვასეტცკი 5:0 დაამარცხა.
ჯერ-ჯერობით საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალია. 1 აგვისტოს, ფინალურ ბლოკში მინიმუმ ორ ქართველს ვიხილავთ – ჯონი ხეცურიანი (67) ფინალში გავიდა, ნიკოლოზ ჭიკაიძე (72) კი ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს. დამამშვიდებელ წრეში გავიდნენ აივენგო რიკაძე და ლუკა ხუციშვილი, რომლებსაც შანსი აქვთ, რომ ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლონ. ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.
თემურ ჭკუასელი – ალექს გერგო სზოკე
87kg Gold ?goes to TCHKUASELIDZE (GEO)
–#UWW #wrestling pic.twitter.com/owM1b8Aw4H
— United World Wrestling (@wrestling) July 31, 2018
ბექა გურული – დმიტრო ვასეტცკი