“1 ქართველი კარგია, 2 – უკეთესი” – ხვიჩა კვარაცხელია “ლოკომოტივში” გადავიდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას მოსკოვის “ლოკომოტივში” გააგრძელებს.
“ლოკომოტივის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა აღნიშნული ინფორმაცია დღეს დაადასტურა. ხვიჩა “რუსთავიდან” არენდით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
ხვიჩა თბილისის “დინამოს” აღზრდილია, თუმცა 2018 წელს “რუსთავში” გადავიდა და ეროვნულ ლიგაში დებიუტი სწორედ რუსთაველთა რიგებში ჰქონდა. მისი სატრანსფერო ღირებულება 350 ათასი ევროა და რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელით მიუნხენის “ბაიერნი” იყო დაინტერესებული.
“ლოკოში” კვარაცხელიას საბა კვირკველია დახვდა, რომელმაც ასე ამცნო გულშემატკივარს თანამემამულის დამატება.
“1 ქართველი – კარგია, 2 – უკეთესი”.
“ლოკომოტივი” რუსეთის პრემიერ ლიგაში 28 ქულით მე-5 ადგილზეა.
«Один грузин – хорошо, а два – ещё лучше!» 😄🇬🇪 pic.twitter.com/XOtQp1lCKX
— ФК Локомотив (@fclokomotiv) February 15, 2019