10-0 და 32-4: უდიდესი სხვაობა მადრიდულ “რეალსა” და მანჩესტერულ “სიტის” შორის
როგორც იცით, პარასკევს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ზინედინ ზიდანის “რეალს” ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად “მანჩესტერ სიტის” დამარცხება მოუწევს ორმატჩიან დუელში.
ორივე კლუბს წარმოუნდგენელ შესაძლებლობათა მქონე ფეხბურთელები ჰყავს და ორივე მათგანი შედის ევროპულ ელიტაში, თუმცა ისტორიულ წიგნებს თუ გადავხედავთ, ამ ორ კლუბს შორის უდიდეს განსხვავებას დავინახავთ.
“მანჩესტერ სიტისათვის” ეს მხოლოდ მეექვსე სეზონია ჩემპიონთა ლიგაში ან ევროპის თასზე, მაშინ როცა “რეალს” ამ ტურნირებში 64-ჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა – ესეც რეკორდული მაჩვენებელი.
მადრიდის "რეალი" ევროტურნირებზე pic.twitter.com/ZSwO5YcUEs
— Jakob Kapanadze (@BlaCK80766679) April 15, 2016
“ბლანკოსს” არსებობის მანძილზე 10-ჯერ აქვს მოპოვებული ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული, მაშინ როცა “სიტის” – 0-ჯერ. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ “რეალის” თავკაცს ორჯერ მეტი ტიტული აქვს (ჩემპიონთა ლიგის) მოპოვებული (2), ვიდრე “სიტი” ოდესმე ყოფილა ნახევარფინალურ ეტაპზე (1).
“მანჩესტერ სიტიმ” ბოლო 4 წელიწადში პრემიერ ლიგის 2 ტიტული აქვს მოპოვებული, თუმცა მათ მუზეუმში ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის მხოლოდ 4 ტიტული ინახება. მადრიდელებს კი 32-ჯერ აქვთ მოპოვებული ქვეყნის პირველობა.
მაშინ, როცა “ბლანკოსის” ფანები ოცნებობენ ანდესიმაზე, ჩემპიონტა ლიგის მე-11 ტიტულზე, “სიტის” ფანებს მხოლოდ თასების მფლობელთა თასის მოგებით (1969/70) შეუძლიათ დაიკვეხნონ. ყველაფერს ნათლად ასახავს ერთი ფაქტი: ევროპულ ფანებს “მანჩესტერის” გაგონებაზე, მხოლოდ “იუნაიტედი” ახსენდებოდათ.
"მანჩესტერ სიტის" სტატისტიკა ევროტურნირებზე pic.twitter.com/YcCKJXUXdE
— Jakob Kapanadze (@BlaCK80766679) April 15, 2016
“მან სიტიმ” ამხელა წარმატებას ევროპულ სარბიელზე პირველად მიაღწია – ეს მათი ზედიზედ მეხუთე ასპარეზობაა უეფას ტურნირებზე. მათ ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა აქვთ გასავლელი, რათა “რეალს” დაეწიონ, რომლებიც ზედიზედ 19 სეზონია, რაც ევროპულ ტურნირებზე მონაწილეობს – მათ გარანტირებული აქვთ კიევის “დინამოს” რეკორდის დამხობა (20).
რაც შეეხება ოქროს ბურთს, მადრიდის “რეალის” მხრიდან, კლუბის 5 ფეხბურთელს აქვს მოპოვებული (8 ოქროს ბურთი). რაც შეეხება სამეულში მოხვედრას – მადრიდელთა ისტორიაში 13 ფეხბურთელი იყო ნომინირებული წლის საუკეთესო ფეხბურთლის წოდებისთვის – “სიტის” მხრიდან კი არცერთი.