10 დრამატული ისტორია NBA-ში მოთამაშე კალათბურთელების ბავშვობიდან

თარიღი: სექტემბერი 29, 2014

კერონ ბატლერი (”დეტროიდ პისტონსი”).

კერონ ბატლერი რასინის ქუჩებში გაიზარდა, სადაც სრუილად შესაძლებელი იყო მისი სხვა ცხოვრებით წასვლა. 11 წლის კერონმა, პირველად გაყიდა თავის რაიონში ნარკოტიკი, 15 წლისას ასაკში კი იგი 15-ჯერ იყო დაპატიმრებული. იგი მუდმივ შიშში ცხოვრობდა, მოსდიოდა წერილები, სადაც ეწერა დავალებები, რომლებსაც თავის მეგობრებთან ერთად ასრულებდა, ამ დავალებების შესრულება კი მას და თავის მეგობრებს, ყოველთვის სიკვდილის ზღვარზე უწევდათ, მის თვალწინ ხშირად გადაიშლებოდა დაზარალებულთა ატირებული სახეები, უსულოდ დარჩენილი სხეული, და კიდევ მრავალი სხვა საშინელება, კერონის გულს ამდენის გაძლება აღარ შეეძლო, გადაიღალა, განა ადვილია თინეიჯერობის ასაკში ასეთი ცხოვრების გადატანა? მალევე კერონი დააპატიმრეს: ცეცხლსასროლი იარაღის და კოკაინის ტარებისთვის, კერონს 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

10656220_721701584582498_2121177245_n

თუმცა ციხემ კერონი ვერ დაასუსტა, კერონს გაუჩნდა მიზანი, გამხდარიყო ისეთი პიროვნება, როგორზედაც მისი სამშობლო იამაყებდა. იგი იჯდა 4 კედელსშუა და საფიქრალი დრო ნამდვილად ბლომად ჰქონდა. მან იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა: ბატლერმა კარი გაუხურა კრიმინალურ ცხოვრებას, უარი თქვა ნარკოტიკებზე, განვლილ ცხოვრებაზე და დაიწყო კალათბურთის თამაში.

rued8fb3dbbea

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კერონი კიდევ ერთ უსიამოვნებაში გაეხვა – პოლიციამ მის ავტოფარეხში15 გრამი გაურკვეველი ნარკოტიკი აღმოაჩინა, რისთვისაც ბატლერს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ იგი გადარჩა, პოლიციამ ვერ დაუმტკიცა მას ამ ნარკოტიკების მოხმარება და ბატლერს კიდევ ერთხელ მიეცა ცხოვრების 0-დან დაწყების შანსი. კერონი სარგებლობდა ბრწყინვალე რეპუტაციით, იგი მუშაობდა ბურგერ-ქინგში, მალევე იგი სხვა სკოლაში გადავიდა, სადაც დაიწყო კალათბურთში ვარჯიში, საბოლოოდ ეს სტიპენდიის მოპოვებაში დაეხმარა.

დი ჯეი მბენგა (2 გზის ჩემპიონი ”ლეიკერსთან” ერთად)

img612

ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკში მყოფი მბენგა ციხეში აღმოჩნდა, სადაც ყოველდღიურ შიშში და სიკვდილის ზღვარზე უწევდა ცხოვრება.

მბენგა კონგოს ომის მსხვერპლიც აღმოჩნდა. 1997 წელს, როდესაც კონგოს პრეზიდენტი, მოტუბუ ქვეყნიდან გაიქცა, გამარჯვებულმა მხარემ, მისი მხარდამჭერების დევნა დაიწყო. დი ჯეის მამა, ექს-პრეზიდენტის მთავრობაში მუშაობდა, რაც საბოლოოდ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მის შვილსაც იგივე ბედს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა და თავშესაფარი ბელგიაში იპოვა. ლეგენდის თანახმად, ბენგას ძმამ მოისყიდა ერთ-ერთი მეამბოხე, რომლის დახმარებითაც მოახერხეს კონგოს დატოვება.

დი ჯეი მბენგასთვის, პროფესიონალურ დონეზე კალათბურთის თამაში ეჭვქვეშ იდგა. მან, კალათბურთის თამაში 19 წლის ასაკში, ლტოლვილთა ცენტრში დაიწყო. სწორედ მაშინ აღმოაჩინა ბელგიური კალათბურთის მეფემ, უილი სტივენმა დი ჯეი მბენგა. სტივენმა მბენგას პროფესიულ ზრდაში დიდი როლი ითამაშა.

ბრიუს ბოუენი (3 გზის ჩემპიონი ”სან ანტონიოსთან” ერთად)

ruebb2466a8e3

”მამა ფაქტობრივად არ მყოლია, იშვიათად ჩანდა. ერთხელ 5 წლის განმავლობაში არ მყავდა ნანახი, ბეისბოლზე რომ ვვარჯიშობდი მაშინ გამოჩნდა და თქვა: ”აი ჩემი ბიჭი რამხელა გაზრდილა”. ერთხელ, 15 წლის რომ ვიყავი, იგი მოვიდა და სატელეფონო ჩეკების შემოწმება დაიწყო, მახსოვს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და რაღაც უაზრო მიზეზებს ეძებდა. ვიცი ახლა სადაცაა, მაგრამ არ მსურს მასთან ურთიერთობა.”

”13 წლის ასაკში, სკოლიდან სახლში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ ტელევიზორი დაიკარგა. დედამ მითხრა, რომ იცოდა ის ვისაც ჰქონდა. ეს როგორ? ვკითხე მას მაგრამ არაფერი უპასუხია. მოგვიანებით გავარკვიე, რომ მან ტელევიზორი ნარკოტიკებში გაცვალა. ხშირად მიწევდა დედაზე თვალყურის დევნება, დავყვებოდი ქუჩებში, რათა დავრწმუნებულიყავი მის უსაფრთხოებაში.”

”როდესაც საფრანგეთში ვცხოვრობდი, დამირეკა დეიდამ და დედის მიერ დაგროვებული გადასახადების დაფარვა მთხოვა. გადავწყვიტე მათთან ჩავსულიყავი. მაშინ პირველად დავინახე, თუ როგორ ეყარა იატაკზე ცოცხალ-მკვდარი ხალხი. მან ჩვენი სახლი ნარკომანების თავშეყრის ადგილად გახადა. მას უნდოდა რომ ამ საშინელების ხარჯი დამეფარა. იმ დღის შემდეგ, ჩვენს ურთიერთობას წერტილი დაესვა.” – ამბობს ბრიუს ბოუენი

ბრიუსი დღემდე არ აღიარებს თავის ბიოლოგიურ მშობლებს. ამჟამინდელი ოჯახი, მან კოლეჯში ჩაბარების შემდეგ იპოვა. სწორედ ამ ოჯახმა ითამაშა დიდი როლი მის კარიერულ ზრდაში.

 

გილბერტ არენასი (”All-Star”-ის 3 გზის მონაწილე; დასახელებულია 2003 წლის ყველაზე პერსპექტიულ კალათბურთელად; ”ვაშინგტონ უიზარდის” ლეგენდა).

rue331e338b534 წლის გილბერტი დედასთან ცხოვრობდა, რომელიც ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული. მალევე, მას დედობის უფლება ჩამოართვეს და პატარა გილბერტიც მამასთან გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა. მამამისს ნელ-ნელა კანონებთან ექმნებოდა პრობლემები და გილბერტის ცხოვრებაც აუტანელი გახდა.

არენასი-უფროსი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომ გილბერტთან ცხოვრებას შეწყობოდა, მან ეს მრავალი გზით სცადა. იგი მუშაობდა მექანიკოსად და ერთი შეხედვით, თავისი საქმე აწყობილი ჰქონდა, მაგრამ მაიამის პოლიციასთან უსიამოვნების გამო, იძულებული გახდა რომ ლოს-ანჯელესში გადასულიყო, მაშინ გილბერტი 7 წლის გახლდათ.

პრობლემა აქაც ბლომად შეხვდათ. არენასებმა მუშაობა ერთ-ერთ ავტოსადგომზე დაიწყეს, და ღამით სპორტულ დარბაზის იატაკზე იძინებდნენ.

გარკვეული დროის შემდეგ, მამამისმა ავეჯის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და მალევე ოთახიც იქირავა. ამის შემდეგ, მან ღამის ცვლაში დაიწყო მუშაობა. დღე ეძინა, ღამე კი მუშაობდა. უყურადღებოდ დარჩენილმა გილბერტმა კი საკუთარ უბანში, მთავარი ხულიგანის სახელი მოიპოვა. 11 წლის ასაკში, გილბერტმა მთელი ყურადღება კალათბურთზე გადაიტანა. იგი დილიდან საღამომდე ვარჯიშობდა, რამაც საბოლოო შედეგიც გამოიღო.

 

ჯიმი ბატლერი (”ჩიკაგო ბულსი”)

rueda64a3c731

”მე არ მჭირდები, უნდა წახვიდე!” – ეს სიტყვები გაიგონა 13 წლის ჯიმიმ დედისგან. მას მამა არ ჰყავდა და წასასვლელიც არსად ჰქონდა. ბატლერი, სკოლის დამთავრების დღემდე იმის ფიქრში იყო, თუ სად გაეთენებინა შემდეგი ღამე. იგი მოგზაურობდა მეგობრებთან და ყოველთვის ცდილობდა, რომ მაქსიმალურად დიდხანს გაჩერებულიყო მათთან. პარალელურად კი კალათბურთს თამაშობდა და ოცნებად, NBA-ში თამაში ჰქონდა.

ჯიმის ნიჭიერებამ, მალევე მიიპყრო უმცროსლიგელთა ორგანიზატორების ყურადღება და იგი სამქულიანების კონკურსზე დაიბარეს. ერთ დღესაც ბატლერი თავის ახლადშეძენილ მეგობართან მივიდა დასარჩენად და სწორედ აქედან შეიცვალა მისი ცხოვრება. ოჯახმა, სადაც 6 ბავშვი იზრდებოდა, ჯიმის მეურვეობა ითავა. ერთ წელში, მან უნივერსიტეტში სტიპენდია აიღო, 4 წელში კი ”ჩიკაგო ბულსში” მოხვდა.

 

ალონზო მოურნინგი (”მაიამი ჰიტის” ლეგენდა).

ruee0845db309

როდესაც ალონზო 11 წლის იყო, მისი მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ. ამ გადაწყვეტილებამ ალონზოზე ძალიან იმოქმედა ამასთან ერთად, იგი ბავშთვა სახლში ჩააბარეს.

”მახსოვს რომ იმ დროს ყველაფერი კარგად გავიგე. არ ვიცი რატომ და როგორ. მე ვხედავდი რა ხდებოდა სახლში, ვგრძნობდი, როგორ მოქმედებდა ეს ყველაფერი ჩემზე. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ხელს შემიშლიდა ჩემი თავის რეალიზებაში. 10 წლის ასაკში მივხვდი, რომ რაღაც სხვა მჭირდებოდა.” – იხსენებს ალონზო.

იქ მოურნინგი ფენი ტრიტს შეხვდა, რომელიც მოგვიანებით დედად მიიღო.

სწორედ ამ დროს, ალონზოს კალათბურთისადმი ინტერესი გაუჩნდა და თავისი უზარმაზარი სხეული, სწორედ ამ სპორტის სახეობას შესწირა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მოურნინგი ჯორჯთაუნში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მწვრთნელ ჯონ ტომფსონს შეხვდა. სწორედ ჯონ ტომფსონმა ითამაშა გადამწყვეტი როლი მის კარიერაში. მოგვიანებით ალონზომ იგი მამათაც აღიარა.

ამარე სტაუდმაიერი (”ნიუ იორკ ქნიქსი”).

rue47e438cef5

მამინაცვალი, რომელმაც ამარეს ცხოვრების ფორმირება მოახდინა, გარდაიცვალა, როდესაც ამარე 12 წლის იყო. დედამისი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ციხეში დამოგზაურობდა და სტაუდმაიერსაც, ბავშვობის ნახევარი, თავის 2 ძმასთან ერთად ფაქტობრივად მარტო აქვს გატარებული. მისმა ძმება, ცხოვრების წესიერ გზას მალევე გადაუხვიეს და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ციხეში მოხვდნენ, გასაკვირია, მაგრამ ამარე სასწაულებრივად გადაურჩა ციხეში მოხვედრას.

სტაუდმაიერმა, თავად აღმოაჩინა საკუთარ თავში სპორტსმენის ნიჭი და ფეხბურთზე დაიწყო ვარჯიში, მაგრამ მალევე კალათბურთში გადაინაცვლა. იმის მაგივრად, რომ მისთვის უახლოეს ნათესავებს დახმარება გაეწიათ, ამარემ უცნაურ ადგილებში მოიპოვა დახმარება. მას რამდენჯერმე მოუწია პოლიციასთან ურთიერთობა და სწორედ ერთ-ერთმა შერიფმა დაარწმუნა იგი, რომ კალათბურთს გაჰყოლოდა. შემდგომ, მან ერთ-ერთი სამოყვარულო გუნდი იპოვა, სადაც აქტიურად დაიწყო ვარჯიში. შემდეგ იპოვა მღვდელი, როდესაც იგი უკანასკნელად დააკავეს, სწორედ ამ მღვდელმა გაუწია მას მეგობრობა და მის განთავისუფლებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მან ჩამოუყალიბა ამარეს ცხოვრებისადმი რწმენა და სტაუდმაიერი ახლაც აღნიშნავს, ამ მრვდელის ღვაწლს მის ცხოვრებაში.

 

ლეონ სმიტი (თამაშობდა ”სფურსში”, ”დალასში” და  ”ატლანტა ჰოუკსში”)

ls6

მშობლები ლეონს საკმარის ყურადღებას ვერ აქცევდნენ და ამიტომ 5 წლის ასაკში, მისი ბავშვთა თავშესაფარში ჩაბარება მოუწიათ. მან ნამდვილად მძიმე ცხოვრება გამოიარა: იყო პერიოდი, როდესაც საჭმელი საერთოდ არ ჰქონია და თავის ძმასთან ერთად, ნაგავში ეძებდა საკვებს. ეს მან მოგვიანებით, NBA-ში თამაშის დროს აღიარა.

1999 წელს, სმიტს ძალიან გაუმართლა. იგი ახალგაზრდულ ლიგაში ”მარტინ ლუთერ ქინგსში” თამაშობდა და მოულოდნელად დრაფტზე ”სან ანტონიომ სფურსმა” აიყვანა, შემდგომ კი ”დალას მავერიკს”, ერთ-ერთ მოთამაშეში გაუცვალა. მაგრამ მას ყველაფერი, დაუსრულებელი ტრაგიკული სერიალივით მოუბრუნდა: პირველ ვარჯიშზე, სმიტმა სირბილში ვარჯიშზე უარი განაცხადა, შემდეგ 2 აგენტი გაანთავისუფლა, ნოემბერში 250 ასპირინის ტაბლეტით თვითმკვლელობა სცადა, დეკემბერში შეყვარებულს იარაღით დაემუქრა და დედამისის მანქანაც დაამტვრია.

”მავერიკსმა”, მისი სასრაფოდ მოშორება გადაწყვიტა, ყველა მის დაჭერას და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ელოდა.

სმიტი კრიზისიდან გამოვიდა, და შელახული რეპუტაციაც თითქოსდა აიმაღლა, მაგრამ NBA-ში ფეხის მოკიდება მაინც ვერ შეძლო. შანსი, რომელიც მას ”ატლანტასგან” და ”სიეტლისგან” მიიღო, საკალათბურთო სასამართლოზე მოისპო.

 

სერჟ იბაკა (”ოკლაჰომა სიტი თანდერი”).

sergeibaka23meses

სერჟი ”იბლოკა”, პატარაობიდანვე კალათბურთელების ოჯახში იზრდებოდა და ბავშვობიდანვე პროფესიონალ სპორტსმენობაზე ოცნებობდა. მაგრამ მისი ოცნება შეფერხდა კონგოს მეორე ომის დროს: ომის დაწყებამდე სერჟის დედა გარდაეცვალა, მოგვიანებით კი მამა ამბოხებულებმა დააპატიმრეს. ამის გამო ოჯახი პროვინციულ ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 4 წლის განმავლობაში წყლის და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობდნენ.

2006 წელს, იბაკა აფრიკის ჩემპიონატის MVP გახდა, ამან კი ესპანელი სკაუტების ყურადღება მიიპყრო. 17 წლის ასაკში, იგი სათამაშოთ საფრანგეთში გადავიდა, შემდეგ კი ესპანეთს მიაშურა, სადაც საბოლოოდ პროფესიონალ კალათბურთელად ჩამოყალიბდა.

 

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

დონჩიჩი რონალდუსთან შეხვედრაზე: “ძალიან ვნერვიულობდი”

“დალას მავერიკის” ევროპელმა სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 21 წლის გახლავთ, ის დრო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჩეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა. NBA-ს ვარსკვლავმა სოციალური ქსელის, Instagram-ის საშ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბებერი ლომი” – გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია სახალისო გამოწვევაშ

კორონავირუსის გამო, სპორტსმენებს ვარჯიში სახლის პირობებში უწევთ. სახლში ვარჯიშით შემოიფარგლება თორნიკე შენგელიაც, რომელმაც აზიდვები შვილებთან [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა

NBA-ის ვარსკვლავს, “ბრუკლინ ნეტსის” კალათბურთელ კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 31 წლის სპორტსმენი “ბრუკლინ ნეტსის” იმ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორონავირუსის შემთხვევა “რეალშიც” დადასტურდა

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთ წევრს COVID-19 ტიპის კორონავ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ნაციონალურმა საკალათბურთო აოსციაციამ სეზონი შეაჩერა

მსოფლიოში კორონავირუსი სახელად COVID-19 მძვინვარებს. პანდემიის ხასიათის მიღების შემდეგ დედამიწის თითქმის ყველა ქვეყანა პარალიზების რეჟიმზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ბოლო წამზე და გამარჯვება ევროლიგაში (ვიდეო)

6 მარტს, თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ევროლიგაში გერმანულ “ალბას” დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში, 73:72 დაამარცხ...
წაკითხვა
კალათბურთი

თად მაკფადენი: “ევროპაში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, თად მაკფადენმა სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 2021 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსმა: “ძალიან მიხარია, რომ არ დავნებდით და ვიბრძოლეთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სერბეთთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, საქართველომ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილმა “სეტონ ჰოლს” ბოლო წამზე მოაგებინა – ემოციური კომენ

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ზედიზედ ორ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ “ბატლერს” უმასპინძლა და მეტოქე 74:72 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სამქულიანების კონკურსი | All Star 2020 (ვიდეო)

16 თებერვალს, NBA All Star-ის უიქენდის ფარგლებში 3-ქულიანების კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა დევის ბერტანსმა, დევინ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჩატენვების კონკურსი | All Star 2020 (ვიდეო)

16 თებერვალს, NBA All Star-ის უიქენდის ფარგლებში ჩატენვების კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აარონ გორდონმა, დერიკ […]...
წაკითხვა