10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე
ესპანურმა გამოცემა “მარკამ” მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი დაასახელა. ათეულში ტურნირის ფავორიტი ნაკრებების თავკაცებთან ერთად ირანისა და რუსეთის მწვრთნელებიც მოხვდნენ.
ცნობილია, რომ ყველაზე დაბალი ანაზღაურება სენეგალის მთავარ მწვრთნელს, ალიუ სისეს აქვს, რომელსაც წელიწადში 200 000 ევროს უხდიან.
10. ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი) – 1.7 მილიონი ევრო
9. ხორხე სამპაოლი (არგენტინა) – 1.8 მილიონი ევრო
8. გარეტ საუთგეიტი (ინგლისი) – 2 მილიონი ევრო
7. კარლუშ კეიროში (ირანი) – 2 მილიონი ევრო
6. ფერნანდუ სანტუში – 2.5 მილიონი ევრო
5. სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთი) – 2.6 მილიონი ევრო
4. ხულიენ ლოპეტეგი (ესპანეთი) – 3 მილიონი ევრო
3. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 3.5 მილიონი ევრო
2. ტიტე (ბრაზილია) – 3.5 მილიონი ევრო
1. იოაჰიმ ლიოვი (გერმანია) – 3.85 მილიონი ევრო