11-წლამდე გოგონების გუნდი გათამაშებიდან იმიტომ მოხსნეს, რომ მისი ფეხურთელი ბიჭს ჰგავდა
აშშ-ში მიმდინარეობს ფეხბურთში 11-წლამდე გოგონების გუნდების ტურნირი – “სფრინგფაილდ სოქქერ ქლაბი”. მასში მოანწილე ერთ-ერთი კლუბი “ნებრასკაა”. საგულისხმოა, რომ იგი ორგანიზატორებმა გათამაშებიდან მოხსნეს. ამის მიზეზი კლუბის ის წევრია, რომელიც ბიჭს ჰგავს. მას, განსაკუთრებით, მოკლე თმები აქვს ბიჭის მსგავსად.
რვა წლის მილი ჰერნანდესმა ჟურნალისტებთან კომენტარიც კი გააკეთა.
“მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭს ვგავარ, არ ნიშნავს, რომ ბიჭი ვარ. მათ არ აქვთ საფუძვლიანი მიზეზი იმისა, რომ შეჯიბრებიდან მოგვხსნან. როცა ჩემი თმები გაიზრდება, მას ისევ შევიმოკლებ. არ მიყვარს გრძელი თმა,” – აცხადებს მილი.
ამერიკელი ქალი ფეხბურთელები პატარა გოგონას მხარდაჭერას უცხადებენ. ერთ-ერთმა მათგანმა, მია ჰემმა ჰერნანდესი საფეხბურთო ბანაკშიც კი დაპატიჟა.