№ 11 – ვინ იქნება შემდეგი?
24 წლის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” 11 ნომრიანი მაისური პირველად გახდა ვაკანტური, მაგრამ განსხვავებით 7 ნომრიანი მაისურისა, მისი ნათელი ჩამცმელი არ არსებობს.
ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა ფეხბურთელები გაბრწყინებასა და იმის ჩვენებას, რომ ისინი ნამდვილად არიან ასეთი ღირსების ტარების ღირსნი – რაც თავისებურ “ლეგენდარულ მაისურად” შეიქმნა კლუბისთვის, რომელსაც შემადგენლობაში ჰყავდა კაცი, რომელმაც ხანგრძილი და წარმატებული კარიერა შექმნა და რომლის სახელიც რაიან გიგზია. თუმცა შეიძლება გამოვყოთ ერთადერთი კანდიტატი, რომელსაც ესპანელი ფეხბურთელი, ხუან მატა წარმოადგენს. ის უკვე გახლავთ გულშემატკივართა “საყვარელი” ფეხბურთელი და მას საკმაო ოსტატობაც აქვს იმისთვის, რომ ეს როლი იტვრითოს. თუმცა გუნდში მოსვლისას მან განაცხადა, რომ კლუბის ძვირფას ნომრებს არ მოირგებდა და საეჭვოა ამ ზაფხულს რამე შეიცვალოს.
ზოგიერთი გულშემატკივარი თვლის, რომ ეს ნომერი ტომ ლოურენსს უნდა ერგოს. მას ძალუძს “იუნაიტედის” პირველ გუნდში შესვლა, მაგრამ ამ ბიჭმა მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო და სეზონის დანარჩენი ნაწილი “იოვილისა” და “კარლაილის” მსგავს გუნდებში გაატარა.
თუ მაისური მორგებულია იმისთვის, რომ მან მისი მფლოებელის ნიჭს გასუვას ხაზი, რა თქმა უნდა ის არა მორგებული, არამედ გამომუშავებული უნდა იყოს, რაც ნიჭისა და თავდადების ხარჯზე უნდა მოხდეს და არა ქველომოქმედების შედეგად. ამ მიზეზით, თუ “წითელი ეშმაკები” მოინდომებენ 11 ნომრიანი მაისურის ვინმესთვის მიცემას, მას ახალი ხელწერა უნდა ჰქონდეს.
ფლანგის ამჟამინდელი მოთამაშეებისგან ვინ იმსახურებს ამას? ნანი – ალბათ დატოვებს “ოლდ ტრაფორდს”. ანტონიო ვალენსიას თამაში კი უბრალოდ ჩავარდა მას შემდეგ, რაც 7 ნომრიანი მაისური მოირგო. რაც შეეხება ეშლი იანს, შეიძლება ითქვას მან უკვე ჩაახშო ეს მოსაზრება, როცა 18 ნომრიანი მაისური მოირგო, რომელიც კარიერის უდიდეს პერიოდში ლეგენდარულ ფეხბურთელს, პოლ სქოულზს ეკუთვნოდა.
ლუი ვან გაალი პირველ რიგში ფლანგებს გაამაგრებს და სწორედ ამის გამო ჰოლანდიელი ვუნდერკინდი, მემფის დეპაი აქტიურად არის დაკავშირებული “მანჩესტერ იუნაიტედთან”. ის კარგი კანდიდატი იქნებოდა ამ ნომრისთვის – მემფისი მთელი სეზონის განმავლობაში 12 გატანილი გოლითა და 7 საგოლე გადაცემით “პსვ”-ს საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა.
როცა კრიშტიანუ რონალდუ მოვიდა “ოლდ ტრაფორდზე” სერ ალექსმა საკმარისი სიმამაცე გამოიჩინა და მას 7 ნომრიანი მაისური უბოძა, მიუხედავ იმისა, რომ რონალდუს სხვა ალტერნატივაც ჰქონდა. ბოლოს კი რონალდუ იქცა ერთ-ერთ საუკეთესო 7-ანად, რომელიც “იუნაიტედს” ოდესმე ჰყოლია.
მოთამაშეთა ნომრები აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი როგორც ადრე იყო, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ისტორიას ეკუთვნის და ფეხბურთელი, რომელიც გიგზის კვალს გაჰყვება გარკვეული ზეწოლის ქვეშ მოექცევა.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფანკლუბი – http://redarmy.ge/