12 მარტს, 14:00 ფაბრიკაში „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ ოფიციალურად აიღებს სტარტს

თარიღი: მარტი 10, 2018

“სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში” – სასწავლო კურსის გახსნის ოფიციალური ცერემონია ფაბრიკას ღონისძიებების დარბაზში, 12 მარტს,14:00 საათზე დაიწყება. სტუდენტებსა და პროგრამის ლექტორებს, ახალი კურსის დაწყებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ჯიპას ოფიციალური პირები მიულოცავენ. გახსნის ცერემონიას კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორიც დაესწრებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პირველი და უახლესი ერთობლივი პროექტი საფეხბურთო მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია უკვე მეორე წელია ახორციელებს. პროგრამა უფასოა მსურველთათვის და სრულად ფინანსდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ.

პროგრამის მთავარი მიზანი ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლების მენეჯმენტის უნარებში გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. თითოეული სასერტიფიკატო პროგრამის ხანგრძლივობაა 5 თვე და განკუთვნილია ფეხბურთის კლუბების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისა და სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.

პროგრამის ფარგლებში კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს გაეცნობიან, ასევე შეისწავლიან სტრატეგიული და ოპერაციული მართვის, დაგეგმვის, სტადიონების მოწყობისა და ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგის, სპონსორობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

„სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ 2018 წლის ივლისში დასრულდება. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატი გადაეცემათ, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მონაწილეები პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.

Gff.Ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პოლ სქოულზი – საუკეთესო მეტოქე, საუკეთესო სტადიონი, ინგლისის ნაკრები

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა A goal in One-ის პოდკასტში სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანის განადგურება – კლოპმა ბუნდესლიგის ყველაზე ეფექტური გოლი დაასახელა (ვიდეო)

მერსესაიდული “ლივერპულის” 46 წლის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან საუბრისას გერმანული ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩალჰანოღლუ: “იბრაჰიმოვიჩს ეგო არ გააჩნია”

“მილანის” თურქმა ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ, საფეხბურთო სამყაროში გავრცელებული სტერეოტიპის დამსხვრევა სცადა. საუბარია ზლატან იბრაჰი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ულტრათანამედროვე სტადიონი საცხოვრებელი აპარტამენტებით – ჰოლანდიური კლუბის გეგმა

ჰოლანდიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ბინადარმა როტერდამის “ექსელსიორმა” ახალი სტადიონის პროექტი წარადგინა. ჰოლანდიური პრესის თანახმად, ა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუსტად ერთი წელი რეიესის ტრაგიკული დაღუპვიდან – გამოძიების დასკვნა ცნობილია

ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის პირველ ივნისს ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოსაგზაო შემთხვევის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერგომი იკარდის ტრანსფერზე: “პსჟ”-ს “ინტერის” პრესტიჟი არ აქვსR

როგორც მოგეხსენებათ, “პარი სენ-ჟერმენმა” მილანის “ინტერისგან” 58 მილიონ ევროდ მაურო იკარდის კონტრაქტი გამოისყიდა. აღნიშნულ ტრა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგის განახლების შემდეგ – პირველი 10 მატჩის დაწყების დრო ცნობილია

კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული სამთვიანი პაუზის შემდეგ გულშემატკივარს ესპანეთის ჩემპიონატი უბრუნდება. 11 ივნისს ლა ლიგა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაია: “არ მინდა, ის დაჩაგვრა, რაც მე გამოვიარე, სხვა ფეხბურთელებმა იგრძნონ”

კვიპროსული “ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ “ნიუკასლის” რიგებში გატანილი გოლის შემდეგ მისი ლეგენდარული აღნიშვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დორტმუნდის “ბორუსიას” სუპერგოლამდე სულ ცოტა დააკლდა (ვიდეო)

31 მაისს, გერმანის ბუნდესლიგაში “პადერბორნმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო და ანგარიშით 1:6 დამარცხდა. მატჩის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტურამმა გოლი ამერიკაში გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, მარკუს ტურამმა, ამერიკაში გარდაცვლილ ჯორჯ ფლოიდს “უნიონის” კარში მეორე ტაიმში გატან...
წაკითხვა
ფეხბურთი

საულ ნიგესი სამ დღეში თავის ახალ კლუბს დაასახელებს

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი, საულ ნიგესი, კლუბის გამოცვლას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ესპანელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

წიტაიშვილმა დონეცკის “შახტართან” მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა (ვიდეო)

უკრაინის ჩემპიონატში დონეცკის “შახტარი” საკუთარ მოედანზე კიევის “დინამოს” მასპინძლობს. შეხვედრაში ანგარიში 38-ე წუთზე სტუმართა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კუტალია: “ასეთი რამ აფრიკაშიც არ ხდება!”

30 წლის ქართველი თავდამსხმელი ყოფილ გუნდს, პავლოდარის “ირტიშს” ფიფაში უჩივლებს. ირტიში გაკოტრდა და ყაზახეთის ჩემპიონატს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: მაურო იკარდი “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელია

მაურო იკარდიმ “პარი სენ-ჟერმენთან” ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. “ინტერი” არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მერებაშვილის საგოლე გადაცემა პოლონეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

პოლონეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში პლოცკის “ვისლა” საკუთარ მოედანზე “კორონას” მასპინძლობს. შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახს...
წაკითხვა