12 მწვრთნელი, რომელსაც 2021 წელს, დიდი ალბათობით, დაითხოვენ

თარიღი: იანვარი 9, 2021

12 მწვრთნელი, რომელსაც 2021 წელს, დიდი ალბათობით, სამსახურიდან დაითხოვენ – HITC Sport-ის წარმდგენი, რომელიც The Irish Guy-ს მეტსახელით არის ცნობილი, საკმაოდ საინტერესო პროგნოზს გვთავაზობს.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ამ პროგნოზის ერთი მონაკვეთი განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს – გაგდების კანდიდატებს შორის ერთ-ერთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩისკო მუნიოსი გახლავთ.

ჟურნალისტის პროგნოზის თანახმად, პირველს ნილ ლენონს გააგდებენ, ეს კი “სელტიკის” არასახარბიელო შედეგებითაა ახსნილი. ყველაფერთან ერთად ლენონმა “რეინჯერსთან” ორივე მატჩი დათმო. შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ნილს იანვარშივე დაითხოვენ.

ანდრეა პირლო მასზე გაცემულ ავანსებს რომ ვერ ამართლებს, აშკარაა. The Irish Guy თებერვალში სწორედ მას უწინასწარმეტყველებს კლუბიდან წასვლას. მარტის თვე კი “ვალენსიას” თავკაც ხავი გარსიასთვის უნდა იყოს ბოლო. მართალია, ხავის მეთაურობით “ღამურებმა” “რეალს” 4-1 მოუგეს, თუმცა ამან ის ვერ უნდა გადაარჩინოს.

აპრილის თვე საბედისწერო “შალკეს” თავკაცისთვის უნდა იყოს (კრისტიან გროსი), ხოლო მაისში, სავარაუდოდ რონალდ კუმანს დავემშვიდობებით. ივნისში კი HITC Sport-ის წარმდგენის აზრით, “შეფილდ იუნაიტედისა” და ქრის უაილდერის გზები გაიყრება.


და, მივადექით ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მომენტს – Irish Guy თვლის, რომ შედეგის მიუხედავად ივლისის თვეში ჩისკო მუნიოსს მაინც დაატოვებინებენ თავის სავარძელს. ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ჩისკო მუნიოსის სახელი ფანებმა არც კი იცოდნენ.

“რა იქნებოდა გასაშვები მწვრთნელების სია ჩისკო მუნიოსის გარეშე? ჩისკო მუნიოსი არის უბრალოდ ერთ-ერთი სახელი, რომელიც ევროპული სატელეფონო წიგნარიდან არის ამოღებული.

ჩისკო არის ოთხი წლის მწვრთნელი, რომლის სამწვრთნელო გამოცდილებაც მიმდინარე სეზონში თბილისის “დინამოში” ჩატარებული 11 მატჩით შემოიფარგლება.

თითქმის გამორიცხულია, რომ ზაფხულში ის კლუბიდან არ გაუშვან. თუ “უოტფორდი” პრემიერ ლიგაში ვერ დაწინაურდება, ჩისკოს გაუშვებენ და თუ პრემიერ ლიგაში გადავლენ მაინც ჩისკოს გაუშვებენ. ჩისკო მომავალ სეზონშიც “უოტფორდში” თუ იქნება, თანახმა ვარ კარაქის აბაზანა მივიღო.”


რაც შეეხება დარჩენილ თვეებს, აგვისტოში “ნოტინგემ ფორესტი” შეიცვლის მწვრთნელს, სექტემბერში “მონაკო” შეცვლის ნიკო კოვაჩს, ხოლო ოქტომბერში “არსენალი” დაემშვიდობება მიკელ არტეტას. ნოემბერსა და დეკემბერში კი ზინედინ ზიდანსა და ოლე გუნარ სულშერს მოუწევთ ახალი კლუბების ძიება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

2019 წლის შემდეგ, პირველად – გიორგი ჩაკვეტაძემ ოფიციალურ მატჩში გოლი გაიტანა (ვიდეო)

27 ოქტომბერს, ბელგიის თასის 1/16-ფინალში “გენტმა” საკუთარ მოედანზე ქვედა დივიზიონის წარმომადგენელი “ბელისია ბილზენი” მიიღო და ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება კევინ-პრინს ბოატენგის ახალი მეგობარი გოგონა (ფოტო)

“ჰერტას” ნახევარმცველ კევინ-პრინს ბოატენგს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს, რომელსაც ვალენტინა ფრადეგრადა ჰქვია....
წაკითხვა
ფეხბურთი

დეპაიმ “ვალეკანოს” პენალტი ვერ გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო ❌⚽️| Memphis Depay FC Barcelona are awarded a penalty, but Memphis Depay’s shot […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკემ და გრიზმანმა პირველ გეი ფეხბურთელს მხარი დაუჭირეს: “ვამაყობ შენით!”

ავსტრალიური “ადელაიდა იუნაიტედის” ნახევარმცველმა, ჯოშუა კავალომ, დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ის სექსუალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფატის კვლავ პრობლემები აქვს, “რაიო ვალენკანოსთან” მისი თამაში გამორიცხულია

კატალონიური “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავ ანსუ ფატის კვლავ პრობლემები აქვს. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მადრიდის “რეალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპი “ბარსელონას” პრიორიტეტს წარმოადგენს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები ყველანაირად ცდილობენ იურგენ კლოპის გულის მოგებას. კატალონიური გამოცემა SPORT ირწმუნება, რომ “...
წაკითხვა
ფეხბურთი

გნაბრი: “დემბელე მბაპეზე გაცილებით უკეთესია”

უსმან დემბელე გაცილებით უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია, ვიდრე კილიან მბაპე. ამ განცხადებას სერჟ გნაბრი აკეთებს, რომელსაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენმა” კილიან მბაპეს შემცვლელს მიაკვლია

ავსტრიული “ზალცბურგის” თავდამსხმელ კარიმ ადეიემის ევროპულ გრანდებში ეპატიჟებიან. Sky Sports-ის მიერ მოპოვებული ცნობების თანახმად ადეიემის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედერაციას კიდევ ერთი პროექტი – ახალი საფეხბურთო ცენტრი ნუცუბიძეზე

26 ოქტომბერს საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბორდალასი: “მამარდაშვილი კარგია, მაგრამ…”

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მამარდაშვილის, სილესენისა და სხვა მეკარეების მდგომარეობაზე ისაუბრა. “სილესენი კარგად...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ხელმძღვანელობდა მოურინიო გუნდს გაძევების შემდეგ (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში “რომასა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (0:0) 82-ე წუთზე დედაქალაქელთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” ჯუდ ბელინგემის ტრანსფერით ინტერესდება

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, ჯუდ ბელინგემი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. შესაძლო ტრანსფერი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლი” “ბარსელონას” ტალანტის ტრანსფერით ინტერესდება

“ნიუკასლ იუნაიტედის” ახალი მესვეურები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში არსებული საგანგაშო მდგომარეობის ფონზე ხმაურიანი ტრანსფერების აუცილებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვანდა და იკარდი შერიგდნენ – “ისეთი რამ მომწერა, რაც ჩემთვის აქამდე არავის მოუწ

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, მაურო იკარდი, თავის მეუღლესა და აგენტ ვანდა ნარას შეურიგდა. ამ ინფორმაცია ვანდა […]...
წაკითხვა