12 წლის შემდეგ “ევერტონს” კაპიტანი, ფილ იაგიელკა, ტოვებს
მერსესაიდული “ევერტონი” გუნდის კაპიტანმა, ფილ იაგიელკამ, დატოვა. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს. ცნობას თან ახლავს კაპიტნის კომენტარიც.
“ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო.
სამწუხაროდ, 12 ფანტასტიკური სეზონის შემდეგ, ჩემი მოგზაურობა “ევერტონში” დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან ბედნიერი ვარ, ამ კლუბში 380-ზე მეტი მატჩის ჩატარება რომ შევძელი და ამასთან ერთად კლუბის კაპიტანი ექვსი წლის მანძილზე ვიყავი.
ისღა დამრჩენია, კლუბს, სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთელებს დიდი მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის. მინდა ყველას, ვინც ამ კლუბთან არის დაკავშირებული, დიდი წარმატებები ვუსურვო,” – აცხადებს 36 წლის ინგლისელი ფეხბურთელი.
იაგიელკა 2007 წელს გადაბარგდა “ევერტონში” “შეფილდ იუნაიტედიდან”. “კამფეტების” მაისურით მას 14 გოლი აქვვს გატანილი და 2008/09 წლების სეზონში გუნდს ინგლისის თასის მოგებაში დაეხმარა.