12 ფეხბურთელი, რომელსაც თურმე მიუნხენის „ბაიერნში“ უთამაშია
წარმოგიდგენთ იმ თორმეტ ფეხბურთელს, რომლის მიუნხენის „ბაიერნის“ შემადგენლობაში თამაშის შესახებ, შესაძლოა, აქამდე არ გსმენიათ.
1. მარტინ იოლი, რომელიც უფრო ცნობილი თავისი სამწვრთნელო საქმიანობითაა, 1978 წელს მიუნხენიდან მშობლიურ „დენ ჰააგში“ მოხვდა. თუმცა, „ბაიერნის“ შემადგენლობაში ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა სულ 9 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდა. „ტვენტეში“ თამაშს მის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და ინგლისში ტრანსფერი მოჰყვა. მომავალში ამ ქვეყნებში ის მწვრთნელის სახითაც იმუშავებს.
2. ემილ კოსტადინოვი ცნობილი 1993 წელს გახდა, როდესაც მისმა ჩნებულმა გოლმა საფრნაგეთის ნაკრები 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დატოვა. ბულგარეთს ნაკრები კი იმ მუნდიალზე ნახევარფინალამდე გავიდა. ერთ წელიწადში ის „ბაიერნში“ გადავიდა და ტიტულების კოლექციას (ბულგარეთის სამგზის ჩემპიონობა და ორი მოგებული პორტუგალიის ჩემპიონატი) უეფას თასი დაუმატა.
3. ალუ დიარა „ბაიერნში“ 29 წლის ასაკში მოხვდა. მიუნხენელთა დუბლების რიგებში ორი სეზონის შემდეგ, სადაც მან ფილიპ ლამთან და ბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად ითამაშა, ფრანგი „ლივერპულში“ ჟერარ ულიესთან გადაბარგდა. თუმცა, ძირითად შემადგენლბოაში ადგილის დამკვირდება მან ვერც იქ შეძლო. თავისი გუნდი – „ბორდო“, მან მხოლოდ 2007 წელს იპოვა.
4. პეტრ ტროხოვსკი „ბაიერნის“ სკოლაში 15 წლიდან ვარჯიშობდა. ძირითად გუნდში პოლონური წარმოშობის გერმანელი არავის უნახავს, რაც „ჰამბურგში“ ტრანსფერის მიზეზი გახდა. იქ მისთვის ყველაფერი იმდენად კარგად აეწყო, რომ ფეხბურთელი არამხოლოდ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, არამედ სამხრეთ აფრიკაში 4 მატჩიც ჩაატარა.
5. ზვეზდან მისიმოვიჩი კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელმაც „ბაიერნში“ სახელი ვერ გაირქვა. სამაგიეროდ, „ვოლფსბურგის“ შემადგენლობაში 2008/09 წლების სეზონში ბოსნიელმა ბუნდესლიგა მოიგო. მოგვიანებით, „გალათასარაიში“ ტრანზიტით, ის მოსკოვის „დინამოში“ აღმოჩნდა. მისიმოვიჩმა ასევე ჩინეთში თამაშიც მოასწრო, სადაც კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა.
6. „ბაიერნის“ აღზრდილი მატს ჰუმელსი დორტმუნდის „ბორუსიაში“ თავიდან მხოლოდ იჯარით მოხვდა. მისი გამოსყიდვის შემდეგ დორტმუნდელებმა ბუნდესლიგა ორჯერ მოიგეს, ახლა კი ამ ფეხბურთელის გადაბირებას ევროპული გრანდები ცდილობენ.
7. ორმეტრიანი თავდამსხმელი შტეფან მაიერხოფერი „ბაიერნის“ სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში ბევრს იტანდა, თუმცა ძირითად გუნდში ამის წყალობით ის მაინც ვერ მოხვდა. 2007 წლიდან ის კლუბებს აქტიურად იცვლიდა, სადაც „მილუოლში“ არ დამკვიდრდა.
8. მიუნხენში გაზრდილ სანდრო ვაგნერს ძალიან არ გაუმaრთლა – მისი კონკურენტი მიროსლავ კლოზე იყო. მოგვიანებით გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი „დუისბურგში“ გადავიდა, შემდგომ კი „ვერდერშიც“ ითამაშა. ამჟამად წარსულის გახსენებას ის „ჰერტას“ შემადგენლობაში თამაშით ცდილობს.
9. ტიმ ბოროვსკიმ თითქმის მთელი თავისი კარიერა „ვერდერში“ გაატარა. „ბაიერნის“ შემადგენლობაში ერთი სეზონის შემდეგ ის მიხვდა, რომ კვლავ ბრემენში უნდა დაბრუნებულიყო.
10. 2008 წლის შემოდგომაში „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ ვარსკვლავი ლენდონ დონოვანი ფორმის შენარჩნების მიზნით „ბაიერნში“ ვარჯიშობდა. შედეგად, ის მიუნხელებს იჯარით მოკლევადიან კონტრაქტზეც შეუთანხმდა. ბუდნესლიგაში ექვს ჩატარებულ მატჩში მან გოლის გატანა ვერ მოახერხა.
11. ედსონ ბრაფხეიდა „ბაიერნმა“ „ტვენტესგან“ ორ მილიონ ევროდ შეიძინა. შემდგომ ის იჯარით „სელტიკში“ გადავიდა, რასაც „ჰოფენჰაიმში“ ტრანსფერი მოჰყვა. ამჟამად ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მცველი იტალიაში თამაშობს.
12. 18 წლის ემრე ჯანის დებიუტი „ბაიერნში“ 2012/13 წლების სეზონში შედგა. ამის შემდეგ მიუნხენელებმა ნიჭიერი ნახევარმცველი „ბაიერში“ გაუშვეს, სადაც მისით „ლივეპული“ დაინტერესდა. ინგლისში გადასვლა გარდაუვალი აღმოჩნდა.