13 წელი დაუვიწყარი დღიდან
22.05.2002 – დამოუკიდებელი ქართული გათამაშებების დაარსებიდან ეს დღე, მისი მნიშვნელობით,ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის, ალბათ, ყველაზე მაღლა დგას. განსაკუთრებით კარგად ახსოვთ მათ,ვინც იმდროინდელი გივი კილაძის სახელობის სტადიონიდან ადევნა თვალი საქართველოს ყველაზეტიტულოვანი საფეხბურთო კლუბების “კლასიკოს”: ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“მონაწილეობით. ქომაგებით გადავსებული ტრიბუნების(ოფიციალური მონაცემებით – 27 000 მაყურებლის)წინაშე ქუთათურებმა მე-14 ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის გადამწყვეტ მატჩში მალხაზ ასათიანისმიერ 75-ე წუთზე შესრულებული ზუსტი პენალტის წყალობით დაამარცხეს მეტოქე(1:0) და ზედიზედმესამედ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონობა. ტრიუმფის შემდეგ საზეიმო განწყობა ჩვენს ქალაქში დიდხანსსუფევდა.
აი, დიდი გამარჯვების შემოქმედ ტორპედოელთა შემადგენლობაც: ზვიად სტურუა, ლაშა ჭელიძე,ვალერი აბრამიძე, მიხეილ მახვილაძე, სევასტი თოდუა, ვახტანგ ხვადაგიანი, რევაზ ქემოკლიძე, გივიდიდავა(შოთა ბაბუნაშვილი 54), გივი კვარაცხელია(ზვიად ქუთათელაძე 60), მალხაზ ასათიანი,ანდრეი პოროშინი(ზურაბ იონანიძე 54). თადარიგში იყვნენ: ნიკოლოზ ტოგონიძე, დავითგამეზარდაშვილი, რომან ახალკაცი, დავით აკოფიანი.
იმ დაუვიწყარი დღიდან ზუსტად 13 წლის თავზე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს მიერ ინტერნეტში მოძიებულიის ვიდეო შემოგთავაზოთ, რომელშიც ჩემპიონობისშემდგომი ემოციებია „გაცოცხლებული“…
FCTorpedo.GE